სოსო სიგუა

ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, მთარგმნელი

სოსო სიგუა (დ. 16 ივნისი, 1949, მარტვილი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003).[1]

სოსო სიგუა
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1949 (1949-06-16) (75 წლის)
დაბადების ადგილი მარტვილი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1971 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის კაბინეტის ლაბორანტი (1971–1972); გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, რედაქტორი (1973–1974); ჟურნალი „განთიადი“, განყოფილების გამგე (1974–1977); გამომცემლობა „მერანი“, რედაქტორი (1978–1981); 1981 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, განყოფილების და სექტორის გამგე; საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი (1984–1986); 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი.

1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • კულტუროლოგიის საფუძვლები, თბ.: საარი, 2020. — 911 გვ.
  • ქართული კულტურის ისტორია : წიგნი მეოთხე, თბ.: საარი, 2019. — 590 გვ.
  • მოდერნიზმი, თბ.: საარი, 2014.
  • კულტუროლოგიის საფუძვლები : წიგნი II, თბ.: „მწერლის გაზეთი“, 2012. — 330 გვ.
  • „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და აბიბოს ნეკრესელი (ავტორი), თბ.: დიდოსტატი, 2001. — 72 გვ.
  • ავანგარდიზმი ქართულ ლიტერატურაში (ავტორი), თბ.: დიდოსტატი, 1994. — 416 გვ.
  • აღთქმული ქვეყნის ძიება : ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები (ავტორი), თბ.: საბჭ. საქართველო, 1984. — 384 გვ.
  • კონსტანტინე გამსახურდიას პროზის სტრუქტურა (ავტორი), თბ.: საბჭ. საქართველო, 1980. — 323 გვ.
  • ეპოქა და სტილის პრობლემა (ავტორი), თბ.: საბჭ. საქართველო, 1976. — 301 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება