სორბული მუზეუმი
სორბული მუზეუმი ( გერმ. Sorbisches Museum, ზემოსორბ. Serbski muzej ) — ისტორიის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, საქსონიის ქალაქ ბაუტცენში, ორტენბურგის რაიონში, მარილის სახლში. მუზეუმში განთავსებულია დაახლოებით 35000 ექსპონატი, რაც მას სერბეთის კულტურისა და ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმის სტატუსს ანიჭებს.
სორბული მუზეუმი | |
---|---|
გერმ. Sorbisches Museum ზემოსორბ. Serbski muzej | |
51°11′00″ ჩ. გ. 14°25′10″ ა. გ. / 51.18333° ჩ. გ. 14.41944° ა. გ. | |
დაარსდა | წ. |
ქვეყანა | გერმანია |
მდებარეობა | Bautzen |
ოფიციალური საიტი | https://sorbisches-museum.de/museum/?lang=en |
მუზეუმის შენობა საქსონიის ისტორიისა და კულტურის ძეგლს წარმოადგენს (No. 09251011).[1]
ისტორია
რედაქტირებალუჟიცთა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მატიცა სრპსკა“-ს დაარსებიდან მალევე გადაწყდა ლუჟიცელი ხალხის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული მასალების შეგროვება. 1856 წელს „მატიცა სრპსკა“- ს წევრების კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება ისტორიული და არქეოლოგიური განყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც შეუდგა მასალების შეგროვებას ლუჟიცელი ხალხის ისტორიასა და კულტურაზე. 1896 წელს დრეზდენში „მატიცა სრპსკა“-ს ისტორიულ-არქეოლოგიურ განყოფილებაში გაიხსნა ლუჟიცური გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა "Wendischen Dorf", რომლის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა მომავალი მუზეუმის დაარსებას. 1904 წელს ბაუტცენში გაიხსნა სორბული სახლი რომლის მესამე სართულზე განთავსებული იყო სამუზეუმო გამოფენა სახელწოდებით «Wendische (Sorbische) Museum». 1937 წელს ნაცისტურმა ხელისუფლებამ დახურა სორბული სახლი და ლუჟიცელ სერბთა მუზეუმმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 1942 წელს მუზეუმის კოლექცია გადაეცა ბაუტცენის საქალაქო მუზეუმს. 1957 წელს ქალაქ ჰოიერსვერდში გაიხსნა ლუჟიცის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (Museum für sorbische Geschichte und Volkskunde). სამუზეუმო ექსპონატების მატებასთან ერთად, ლუჟიცის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი გადავიდა ბაუტცენში და ახალ
სერბულ სახლში დაიდო ბინა. 1976 წელს მუზეუმის კოლექცია განთავსდა ქალაქ ორტენბურგის რაიონში მდებარე მარილის სახლში. 1988 წლამდე სორბული მუზეუმი ეკუთვნოდა ბაუტცენის მუზეუმების ასოციაციას. მუზეუმის კოლექციის რეკონსტრუქციის შემდეგ, მუზეუმი გაიხსნა 1989 წლის ივნისში, როგორც დამოუკიდებელი სამუზეუმო დაწესებულება.[2]
ამჟამად სორბულ მუზეუმში წარმოდგენილია ლუჟიცელი ხალხის ისტორიისა და მათი კულტურის კოლექცია. მუზეუმის კოლექცია დაახლოებით 23 ათასი ექსპონატისაგან შედგება. მუზეუმში განთავსებულია 4 გამოფენა: ლუჟიცელთა ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, ლუჟიცელთა კულტურა და ცხოვრების წესი, სორბული ენები, სორბული ლიტერატურის წარმოშობა და ლუჟიცის სახვითი ხელოვნება.[3]
მუზეუმის საბანკეტო დარბაზში რეგულარულად იმართება სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
შენობის ისტორია
რედაქტირებაბაუტცენის მარილის სახლი აშენდა 1782 წელს, როგორც ქალაქის მარილის საწყობი. 1835 წლიდან შენობაში განთავსებული იყო საქსონიის სამეფო სააპელაციო სასამართლო. 1869 წელს შენობა აღადგინეს და მას შემდეგ მიიღო თანამედროვე სახე. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობაში განთავსებული იყო NSDAP-ის ადგილობრივი ფილიალი და გესტაპოს საქალაქო ფილიალი. გდრ-ის ეპოქაში შენობამ საცხოვრებლის ფუნქცია შეიძინა. 2003 წელს შენობა გარემონტდა.[4]
მუზეუმის დირექტორები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gisela Brukowa: Sorbisches Museum/Serbski muzej. W: Franz Schön, Dietrich Scholze (wud.): Sorbisches Kulturlexikon. Ludowe nakładnistwo Domowina, Budyšin 2014, str. 382slsl.
- Horje skočić↑ Rozprawa wo naležnosćach Maćicy Serbskeje. Wućahi z maćičnych protokollow. Hłowna a powštikomna zhromadźizna Maćicy serbskeje 26. měrca 1856. W: Časopis Towaŕstwa Maćicy Serbskeje. Zwjazk 9 (1856), čo. 1, str. 59sl
ბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bruck, Gisela. "Sorbisches Museum". Sorabicon (გერმ. ).Retrieved 9 October 2023.
- ↑ "Sorbisches Museum Bautzen / Serbski Muzej Budyšin". Union of Saxonian Museums (გერმ. ). Retrieved 9 October 2023.
- ↑ "Bautzener Geschichtspfad" [A guide to historical buildings in Bautzen]. City of Bautzen (გერმ. ). Retrieved 9 October 2023.
- ↑ Kämpfe, Christa. "Geschichte Ortenburg" [History of the Ortenburg]. Free State of Saxony (გერმ. ). Retrieved 9 October 2023.