სორამიმი
სორამიმი (იაპონ. 空耳) — სიმღერის ან სხვა ტექსტის ომოფონური თარგმანი, რომელიც არა ერთი ენის ფარგლებში, არამედ ორი ან მეტი ენის ფარგლებში შეიძლება გამოიხატოს. სორამიმი გულისხმობს სიმღერის ან სხვა ტექსტის ომოფონურ თარგმანს. უფრო კონკრეტულად, ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვების ჟღერადობა ერთ ენაზე ჟღერადობით სხვა ენის სიტყვებს ჰგავს. შედეგად ვიღებთ აბსურდს ან ნათქვამის კომიკურ ინტერპრეტაციას. სორამიმის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ფრაზა The Beatles-ის სიმღერიდან „I Want to Hold Your Hand“, რომელიც შესაძლოა ჟღერადობით, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობით, მივამსგავსოთ იაპონურ ფრაზას, რომელსაც უხეში მნიშვნელობა აქვს. „I Want To Hold Your Hand“ — იაპონურად ასე ჟღერს — „Aho na hōnyōhan“ (Idiotic public urination). ასევე ფრაზა „He Danced Really Wonderbar“ Boney M.-ის სიმღერიდან „Rasputin“ ჟღერადობით მიამსგავსეს ქართულ ფრაზას, რომელიც ასე ჟღერს: „ბიძაშვილი ბრუნდება“. ფრაზა „ach so schwer“ გერმანული როკ-ჯგუფის „რამშტაინის“ სიმღერიდან „Ohne dich“, ჟღერადობით მიამსგავსეს ქართულ ფრაზას, რომელიც ასე ჟღერს „ახ ეზოში“. ბუნებრივია ყველა განხილულ შემთხვევაში, შედეგი აბსურდული და კონტექსტურად შინაარს მოკლებულია, თუმცა ამავე დროს სახალისო და გასართობიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- მერი გიორგაძე, სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი, თბ., 2014.