ომოფონი
სიტყვები, რომლებიც ერთნაირად გამოითქმის, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ
ომოფონი (ὁμο-ერთნაირი, φωνή-ჟღერადობა) — სიტყვები, რომლებიც ერთნაირად გამოითქმის, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, "ბარი"(გეოგრაფიული ტერმინი), "ბარი" (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი) და "ბარი"(სამუშაო იარაღი). ომოფონებში გამოიყოფა ორი ჯგუფი: ჰეტეროგრაფები და ჰომოგრაფები, იგივე ომონიმები . ჰეტეროგრაფები ისეთი სიტყვებია, რომლებიც სხვადასხვაგვარად იწერება, მაგრამ ერთნაირად გამოითქმის. მაგალითად: ინგ. two,too და to. ომონიმები კი ეწოდება სიტყვებს, რომლებიც ერთნაირად იწერება და შესაბამისად ერთნაირად გამოითქმის კიდეც. ომოფონია გვხვდბა არა მარტო სიტყვებში, არამედ ფრაზებსა და გამოთქმებშიც. მაგალითად: ინგ. "ice cream" და "I scream" , "sand which is there" და "sandwiches there".
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. მოგი,ბ.ბრედლი, ტ.მილერი - Cognitive Therapy and Research, 18(5), 461-77(1994)
- რ. მარტინი - Quarterly Journal of Experimental Psychology, 34A, 395-409.(1982)