სონა მეჰმანდაროვა
სონა მეჰმანდაროვა (აზერ. Sona Mehmandarova; 1894 (ან 1896), ლენქორანი, რუსეთის იმპერია — ბაქო, სსრკ) — 1912 წელს მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ქალი. რუსეთის იმპერიაში ორგანიზებული სილამაზის კონკურსების ლაურეატი.
სონა მეჰმანდაროვა | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Sona Mehmandarova |
დაბადების თარიღი |
1894 ან 1896 ლენქორანი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1960-იანი წლები ბაქო, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მშობლები |
მამა: ნაღი ბეი მეჰმანდაროვი დედა: ბიქე ხანუმ ტალიშინსკაია |
ბიოგრაფია
რედაქტირებასონა მეჰმანდაროვი დაიბადა 1894 წელს (ან 1896 წელს) ლანკარანში. იგი იყო ნაღი ბეი მეჰმანდაროვის ქალიშვილის, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სამად ბეი მეჰმანდაროვის ძმისშვილი. დედამისი ბიქე ხან თალიშანკის ქალიშვილი იყო[1]. მამამისს სურდა, რო მის ქალიშვილს მიეღო განათლება. სონამ განათლება გიმნაზიაში მიიღო. მან ფრანგული და რუსული ისწავლა სრულყოფილად კერძო მასწავლებლებისგან[2].
გარეგნულად ლამაზი იყო და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. ბევრი მის ცოლად მოყვანას ცდილობდა. ვინაიდან მამამისს სურდა, რომ მის ქალიშვილს მიეღო განათლება უარს ეუბნებოდა მის მთხოვნელებს. აჰმედ ბეი ზეინალოვი ერთ-ერთი იმ ხელის მთხოვნელთაგან იყო, რომელმაც 1910 წელს მიიღო უარი. ამის გამო ზეინალოვმა ნაღი ბეი ზღვაში გადააგდო, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მოკვდა. ამ მკვლელობის მომსწრე ხდება მსახური, რომელმაც ყველაფერს ფარდა ახადა. მკვლელები ციმბირში გადაასახლეს[2].
მამის გარდაცვალების შემდეგ, სონა მეჰმანდაროვამ დატოვა ლენქორანი და ჩავიდა ნათესავებთან ბაქოში. 1912 წელს ნათესავების დაჟინებული თხოვნით მან მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში, სადაც გაიმარჯვა. ამის შემდეგ მონაწილეობს ტიფლისის კონკურსში, სადაც მიენიჭა „კავკასიის მარგალიტის“ ტიტული. ტიფლისის შემდეგ სანქტ -პეტერბურგში მიემგზავრება და აქაც პირველ ადგილს იკავებს.
1912 წლის დასასრულს მეჰმანდაროვა პარიზში ჩატარებულ საერთაშორისოდ მნიშვნელოვან კონკურსში იმარჯვებს. მას წილად ხვდა „მის მსოფლიოს“ ტიტული, ასევე მიიღო „გრან პრი“. იგი მსოფლიოში პოპულარული ხდება. ამ გამარჯვების შემდეგ, სონა არ ბრუნდება ჯერ ბაქოსა და ლენქორანში, არამედ იწყებს ცხოვრებას პეტერბურგში. კონკურსიდან ერთი წლის შემდეგ, 1913 წელს დაქორწინდა მდიდარ ურუზოვზე, რომელიც წარმოშობით დაღესტნიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების, მეჰმანდაროვამ არ მიატოვა ურუზოვი[2][3]. ურუზოვთან ოჯახური ცხოვრება მას ამშვიდებდა, თუმცა არ მოუტანა მოსალოდნელი ბედნიერება. მათ შვილები არ შეეძინათ და 1917 წლის რუსეთში რევოლუციამ ოჯახი დაშალა[2].
რუსეთის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკებმა ქვეყანაში ძალაუფლება ხელთ იგდეს. ამრიგად, სონა მეჰმანდაროვას ოჯახი კოტრდება. ის არ დაბრუნებულა აზერბაიჯანში, თუმცა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბებული იყო და ბიძამისი სამად ბეი მეჰმანდაროვი თავდაცვის მინისტრად იყო დანიშნული. მალე ბოლშევიკები ასევე იკავებენ აზერბაიჯანს. ამ პერიოდის განმავლობაში დევნიდნენ უამრავ ცნობილ ოჯახებს, მათ შორის მეჰმანდაროვებისა და ტალიშხანოვების. ასეთ ვითარებაში, სონა მეჰმანდაროვა რსფსრ-ის იმდროინდელი განათლების მინისტრის ანატოლი ლუნაჩარსკის მფარველობით მოსკოვში გადავიდა და 1920 -იანი წლებამდე აქ ცხოვრობდა. 1930 წელს, როდესაც რეპრესიების პერიოდი პიკს აღევდა სონამ დაწვა ყველა დოკუმენტი და სურათი, რომელიც აჩვენებს, რომ ის მეჰმანდაროვების შთამომავალი იყო[2][3].
სონა მეჰმანდაროვა მრავალი წლის შემდეგ 1966 წელს დაბრუნდა ბაქოში.რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი დაკრძალეს ბაქოს ერთ -ერთ სასაფლაოზე მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის[2][3].