სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები
სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანისა და ჩინეთს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას.
სომხეთი |
ჩინეთი |
სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები
რედაქტირებასომხეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა, ჯერ კიდევ შედარებით მცირეა, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა 400 მილიონ აშშ დოლარს (2008 წელს). ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ვარდნა იყო 2009 წელს, სავარაუდოდ 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის გამო. ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა და აღემატებოდა 400 მილიონ აშშ დოლარს ორი წლის განმავლობაში, 2010 და 2011 წლებში.
სომხეთის მთავარი ექსპორტის საგანს საბადოები წარმოადგენს, ხოლო ჩინეთიდან სომხეთში იმპორტირებული პროდუქტები მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მანქანებს, ქიმიკატებს, აღჭურვილობას, სამშენებლო მასალებს, ავეჯს, საკვებს და ა.შ.[1]
2010 წლის მაისში შეიქმნა სინთეზური რეზინის კომპანია, რომელიც ერთობლივად დააფინანსა ჩინეთის „Shanxi Synthetic Rubber Group“- მა და სომხეთის შპს „Nairit LLC“-მა.[2] სომხეთის პრეზიდენტი დაესწრო ამ ერთობლივი საწარმოს გახსნას და აღინიშნა კომპანიის მიერ ქლოროპრენის რეზინის წარმოების დაწყება.[3]
ჩინეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, რომლებიც ეხებოდა სოფლის მეურნეობას და სამეცნიერო კვლევებს, მათ შორისაა „Xinjiang-Armenia-ს უმაღლესი ხარისხის ხეხილის დარგვის ტექნიკური თანამშრომლობა“, „ცენტრალური აზიის სამეცნიერო-ტექნიკური გაცვლა“ და „კვლევა ვინილის აცეტატზე და მის ბიპროდუქტებზე“.[4]
სამხედრო ურთიერთობები
რედაქტირებაბოლო წლებში ჩინეთსა და სომხეთს შორის სამხედრო ურთიერთობები გამყარდა.[5] PRC- ის თავდაცვის მინისტრის, ჩანგ ვანქუანის თქმით, ჩინელმა და სომეხმა სამხედროებმა შეინარჩუნეს მეგობრული გაცვლისა და თანამშრომლობის განხორციელების ტენდენცია, ხოლო ჩინელმა სამხედროებმა ხელი შეუწყეს ორ შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის თქმით, სომხეთი ჩინეთს საიმედო მეგობრად და პარტნიორად თვლის. მან კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლებში ნაჩვენები ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების განვითარების გამო და იმედი აქვს, რომ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.
2012 წლის იანვარში ჩინეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა შეთანხმებას ორი ქვეყანის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. [6] 2013 წელს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველწლიურად 5 მილიონ იუან სამხედრო დახმარებას გაუწევს სომხეთს. იმავე წელს სეირან ოჰანიანმა მოლაპარაკებები გამართა ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე-თავმჯდომარის ხუ ქიანგთან და PRC– ის თავდაცვის მინისტრ ჩანგ ვანქუანთან.[7] 2013 წელს სომხეთმა იყიდა რაკეტები ჩინეთისგან (რომელთა დიაპაზონი 80 მილამდე იყო).[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ of the Republic of Armenia, National Statistical Service. Foreign Trade of the Republic of Armenia. NSS RA. ციტირების თარიღი: 20 December 2013.
- ↑ Shanxi-Nairit Synthetic Rubber Co.Ltd. China National BlueStar (Group) Co.Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 20 December 2013.
- ↑ President Sargsyan participated in the opening of Shanghai Expo - 2010. The office of the President of Armenia. ციტირების თარიღი: 20 December 2013.
- ↑ 双边协议. 中华人民共和国驻亚美尼亚共和国大使馆经济商务参赞处. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 November 2009.
- ↑ 外媒:亚美尼亚购中国AR1A火箭炮 射程128公里. 环球网accessdate=23 October 2013.
- ↑ 外媒:亚美尼亚购中国AR1A火箭炮 射程128公里. 环球网accessdate=23 October 2013.
- ↑ 中国将向亚美尼亚提供每年500万元军事援助. 大公网accessdate=28 December 2013.[მკვდარი ბმული]
- ↑ 外媒:亚美尼亚购中国AR1A火箭炮 射程128公里. 环球网accessdate=23 October 2013.