სომკიდ პუმპუანგი
სომკიდ პუმპუანგი (ტაი. สมคิด พุ่มพวง; დ. 7 იანვარი, 1964) — ტაილანდელი სერიული მკვლელი. იგი გასამართლდა და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა ხუთი მასაჟისტის მკვლელობისთვის, რომელიც 2005 წლის იანვრიდან ივნისამდე მოხდა. მისი სასჯელი შემცირდა 13 წლამდე და 2019 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ მან კიდევ ერთი ქალი მოკლა, რის გამოც გასამართლდა და სიკვდილით დასჯა მიესაჯა.[1]
სომკიდ პუმპუანგი სერიული მკვლელი | |
---|---|
ნამდვილი სახელი | სომკიდ პუმპუანგი |
დაბ. თარიღი | 7 იანვარი, 1964 |
დაბ. ადგილი | ტაილანდი |
მეტსახელი |
"Kid the Ripper" "Thailand's Jack the Ripper" |
დაპატიმრების თარიღი | 18 დეკემბერი, 2019 |
განაჩენი | სიკვდილით დასჯა |
მსხვერპლის რაოდენობა | 6 |
დაჭრილთა რაოდენობა | 6 |
მკვლელობის მეთოდი | დახრჩობა |
მკვლელობების არეალი | სასტურმო |
სასჯელს იხდის | ნონგ-ხაის პროვინციის ციხე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებასომკიდ პუმპუანგი დაიბადა 1964 წლის 7 იანვარს თუნგ-სონგის რაიონში. რვა წლის ასაკში, მამამ იგი ბიძასთან დატოვა საცხოვრებლად. ამ პერიოდში პუმპუანგმა ქურდობა დაიწყო.[2] ერთ დღეს, მასწავლებლის ველოსიპედის მოპარვის შემდეგ, იგი სკოლიდან გარიცხეს. 14 ან 15 წლის ასაკში ბიძამ სომკიდ პუმპუანგი დაასაქმა ხის გადამამუშავებელ ქარხანაში თუნგ-სონგის რაიონში, სადაც იგი რეზინის ხის ტრანსპორტირებას ეწეოდა. საბოლოოდ, ბიძამ შეამჩნია, რომ პუმპუანგი დამსაქმებლის ფულს იპარავდა. ამის შედეგად, იგი ქარხნიდან გააგდეს და ტრანგის პროვინციაში მამასთან დაბრუნდა საცხოვრებლად. სომკიდ პუმპუანგი ხშირად კამათობდა მამასთან და ქურდობას აგრძელებდა.[2] საბოლოოდ, მას მოუწია სოფლის დატოვება, რადგან მოზარდთა ჯგუფმა მასზე თავდასხმა განახორციელა. ამის გამო, იგი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას შეუდგა.[2]
მკვლელობები
რედაქტირება2005 წლის 30 იანვრიდან 21 ივნისამდე სომკიდ პუმპუანგმა ხუთი ქალი მოკლა სხვადასხვა პროვინციაში. ჩვეულებრივ, იგი მსხვერპლს ახრჩობდა ან ბოჭავდა და წყალში ახრჩობდა. მკვლელობები სასტუმროებში ხდებოდა და პუმპუანგი იპარავდა სხვადასხვა ნივთებს.[1]
მსხვერპლი იყო შემდეგი:
- ვარუნი ფიმფაბუტრი, კაფის მომღერალი: 30 იანვარს, მუკდაჰანის პროვინციის მუკდაჰანის რაიონის სასტუმროში, მას ხელები მისივე ლიფით ჰქონდა შეკრული და აბაზანაში იყო დამხრჩვალი. მოპარული იყო ოქროს ყელსაბამი, მობილური ტელეფონი და მოტოციკლი.[2]
- ფონგფან საპჩაი, მასაჟისტი: 4 ივნისს, ლამპანგის პროვინციის მუანგ ლამპანგის რაიონის სასტუმროში გაგუდეს.[3]
- პაჩარი ამატანირანდი, კაფის მომღერალი: 11 ივნისს, ტრანგის პროვინციის თაფ-ტიანგის უბნის სასტუმროში მავთულით გაგუდეს.[3]
- პორნთავან ფანგკაბუტრი, მასაჟისტი: 18 ივნისს, უდონთანის პროვინციის მუანგ უდონ თანის რაიონის სასტუმროში გაგუდეს.[3]
- სომპონგ პიმპორნპირმი, მასაჟისტი: 21 ივნისს, ბურირამის პროვინციის მუანგ ბურირამის რაიონის რეზიდენციაში გაგუდეს.[3]
დაპატიმრება, სასამართლო პროცესი და დაკავება
რედაქტირებაბოლო მკვლელობიდან ექვსი დღის შემდეგ, სომკიდ პუმპუანგი დააკავეს, როდესაც მას ახალგაზრდა ქალს მიჰყავდა სასტუმროში ჩაიიაფუმში.[3] კრიმინალური დივიზიონის თანამშრომლებმა იპოვეს მობილური ტელეფონი, რომელიც ბოლო მსხვერპლისგან ჰქონდა მოპარული. მას ბრალი წაუყენეს მკვლელობისა და ქურდობის ხუთი მუხლით, პროკურატურა სამ მკვლელობაზე სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. თუმცა, პუმპუანგმა თავის დანაშაულში აღიარა ოთხი მკვლელობა (ამატანირანდის გარდა), რამაც გამოიწვია სამუდამო პატიმრობა, ხოლო დარჩენილ ორი მკვლელობაზე პროკურატურამ კვლავ სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.[1]
წლების განმავლობაში მრავალი შეწყალების შემდეგ, პუმპუანგის სასჯელი საბოლოოდ შემცირდა 13 წლამდე და მისი გათავისუფლება დაიგეგმა 2019 წლისათვის. პატიმრობაში ყოფნის დროს, იგი მოიხსენიებოდა როგორც მოდელი პატიმარი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა სასჯელის შემცირებას.[3]
გათავისუფლება და ახალი მკვლელობა
რედაქტირება2019 წლის 17 მაისს, სომკიდ პუმპუანგი გათავისუფლდა ნონგ-ხაის პროვინციის ციხიდან და მალევე დაიწყო ურთიერთობა 51 წლის რასამი მულიჩანთან, ადგილობრივ სასტუმროში დასუფთავების მუშაკთან. იმავე წლის 15 დეკემბერს, მეზობლებმა განაცხადეს, რომ ისინი კამათობდნენ, სანამ ერთ საღამოს გამუდმებული ჩხუბი საბოლოოდ არ შეწყდა.[1] შემდეგი დილით, როდესაც რასამი არ გამოვიდა ბინიდან, სამუშაოზე წასასვლელად, მეზობელმა დაუძახა მას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, საბოლოოდ მეზობელმა კარი გააღო და შინ შევიდა, სადაც აღმოაჩინა მისი ცხედარი, რომელიც საწოლის ქვეშ იყო დამალული. რასამი მულიჩანი გამოკრული იყო საბანში და გამჭვირვალე წებოვანი ლენტი ჰქონდა ყელზე შემოხვეული, ხოლო მობილური ტელეფონის დამტენი მისი ტერფზე იყო გამობმული.[1]
შემდეგ გაკვეთაზე, სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი დახრჩობა იყო, ამიტომაც პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი გაემართა მოწმეების დასაკითხად. როცა მათ აჩვენეს ეჭვმიტანილთა ფოტოები, მოწმეებმა აღიარეს, რომ უკანასკნელად პუმპუანგი ნახეს სახლიდან გამავალი, რაც დამატებით გამყარდა დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სხვა მტკიცებულებებით.[1]
ოთხი დღის შემდეგ, პაკ-ჩონგის პროვინციის პოლიციის განყოფილებამ მიიღო ინფორმაცია მოქალაქიდან, რომელმაც განაცხდა, რომ მისი მეგობარი გოგონა მტარებელში ხედავდა მამაკაცს, რომელიც პუმპუანგის მსგავსად გამოიყურებოდა. მალევე, დეტექტივებმა ალყა შემოარტყეს პაკ-ჩონგის რკინიგზის სადგურს და როდესაც მატარებელი გაჩერდა, მეორე ვაგონში, აღმოაჩინეს პუმპუანგი, რომელსაც ეკეთა ნიღაბი, რათა მისი პიროვნება არ ეცნოთ. მას არ გაუწევია წინააღმდეგობა დაკავების დროს, რის შემეგაც გადაიყვანეს ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისთვის.[4]
დაკითხვის დროს, პუმპუანგმა განუცხადა, რომ მკვლელობის წინა დღეს მან რასამი მულიჩანის მოტოციკლი აიღო და გავიდა ხონ-კენჰის საავადმყოფოში, რის შემდეგაც უსაფრთხოდ დააბრუნა იგი.[5] ამ მოქმედებამ, როგორც ჩანს, გააღიზიანა რასამი, რამაც მათ შორის კამათი გამოიწვია, რის შედეგადაც პუმპუანგი იქამდე ახრჩობდა რასამს ხელით სანამ გონებას არ დაკარგავდა. შემდეგ, პუმპუანგმა მავთული ამოიღო და გააგრძელა მის დახრჩობა, სანამ იგი არ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მან გამჭვირვალე წებოვანი ლენტი აიღო, შემოახვია ყელზე, მობილური ტელეფონის დამტენი გამოაბა ფეხებზე, ჩადო ცხედარი მატრასის ქვეშ და გაიქცა ბინიდან.[1]
საბოლოოდ, პუმპუანგს წაუყენეს მკვლელობის ბრალი, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. მისი გათავისუფლება და ახალი დანაშაულის ჩადენამ გამოიწვია დებატი სიკვდილით დასჯის შესახებ ქვეყანაში.[6] კორექციის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ნარატჩ სავეტანანმა, ასევე გამოაცხადა, რომ განხორციელდებოდა მიმოხილვა იმაზე, თუ როგორ ტარდებოდა ფსიქიკურად დაავადებული პატიმრების შემოწმებები, მიუხედავად იმისა, რომ პუმპუანგს არასოდეს დადგენია დიაგნოზი მსგავსი დაავადების შესახებ.[5] წყვილის განაცხადმა რომელიც მკვლელის დაკავება გამოიწვია, მოგვიანებით გადაეცათ სიმამაცის ჯილდოები, აგრეთვე 80 000 ბატი.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 „ย้อนคดีเขย่าขวัญ "สมคิด พุ่มพวง" ฆาตกรต่อเนื่อง ฉายา "คิด เดอะริปเปอร์"“ [Throwback to the thrilling case of Somkid Pumpuang, a serial killer nicknamed 'Kid the Ripper']. Silpa-Mag (ტაილანდური). April 2, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2022.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 „ย้อนประวัติ "สมคิด พุ่มพวง"ฆาตกรต่อเนื่อง“ [Revisiting the history of Somkid Pumpuang, a serial killer.]. PPTV HD (ტაილანდური). December 17, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2022.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 „ย้อนคดี "สมคิด พุ่มพวง" แจ็ค เดอะริปเปอร์เมืองไทย“ [Back to the case of Thai Jack the Ripper, Somkid Pumpuang]. Thai Public Broadcasting Service (ტაილანდური). December 17, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2022.
- ↑ „เปิดนาทีจับกุม "สมคิด พุ่มพวง" แต่งกายมิดชิด รวบคาสถานีรถไฟ“ [Somkid Pumpuang, completely dressed up, was arrested at a train station]. Thairath (ტაილანდური). December 18, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 19, 2022.
- ↑ 5.0 5.1 5.2 „เปิดคำรับสารภาพ "สมคิด พุ่มพวง" ฆาตกรโรคจิต เหตุฆ่าศพที่ 6 สาวกระนวน“ [Open confession of Somkid Pumpuang, a psychopathic killer, for the murder of a 6th woman in Kranuan]. Thairath (ტაილანდური). December 19, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 19, 2022.
- ↑ „เผย "หลักทัณฑวิทยา" ลดโทษ "สมคิด พุ่มพวง" คุกตลอดชีวิตเหลือ 14 ปี ก่อนก่อเหตุซ้ำ“ [Revealing the 'doctrinal principle' that reduced Somkid Pumpuang's sentence to 14 years imprisonment, before he repeated his crime]. Manager Daily (ტაილანდური). December 17, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2022.