სოლოლის დეპარტამენტი
სოლოლა (ესპ. Sololá) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია სოლოლა. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. დეპაარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს ატიტლანის ტბა.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სოლოლა Sololá | |||||
| |||||
ქვეყანა | გვატემალა | ||||
ადმ. ცენტრი | Sololá | ||||
კოორდინატები | 14°46′26″ ჩ. გ. 91°11′15″ დ. გ. / 14.7738889° ჩ. გ. 91.1875000° დ. გ. | ||||
ფართობი | 1 061 კმ² | ||||
მოსახლეობა | 307 661 კაცი (2003) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
1838 წლის 2 თებერვალს, რამდენიმე სხვა დეპარტამენტთან ერთად სოლოლა შედიოდა მოკლე ისტორიის მქონე ლოს-ალტოსის სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც 1840 წელს გენერალმა რაფაელ კარერამ დაანგრია და გვატემალის პრეზიდენტი გახდა.
სოლოლის დეპარტამენტი 20 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება.