სოლიკო ხაბეიშვილი

სოლიკო ხაბეიშვილი (დ. 1935 — გ. 20 ივნისი, 1995, თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1975 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1992 წელს დაინიშნა ე. შევარდნაძის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტად. 1995 წლის 20 ივნისს, საკუთარი ბინიდან გამოსული სოლიკო ხაბეიშვილი ის-ის იყო სამსახურებრივ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ რამდენიმე ნიღბიანმა, დაქირავებულმა მკვლელმა ზურგიდან მიპარვით, დამიზნებით ესროლა.

დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება