სოკრატ უგულავა

გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

სოკრატ უგულავა (დ. 24 იანვარი, 1907, ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი — გ. 21 ივნისი, 1986) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

სოკრატ უგულავა
დაბ. თარიღი 24 იანვარი, 1907(1907-01-24)[1]
დაბ. ადგილი ყუმისთავი[1]
გარდ. თარიღი 21 ივნისი, 1986(1986-06-21)[1] (79 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რუსეთის იმპერია
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის გეოგრაფიული განყოფილება.

1928-1929 წლებში მუშაობდა ქუთაისის ბარიტის ქარხანაში. 1929-1932 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში იყო. 1932-1934 წლებში მუშაობდა საუწყებო დაცვის ბრიგადაში ქ.ჭიათურაში და ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე ქ.თბილისში. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე, პარალელურად, მუშაობდა ქ.გორში გეოგრაფიის მასწავლებლად. 1953 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იქვე იყო კათედრის გამგე. 1959 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1966-1974 წლებში იყო კათედრის გამგე. შესრულებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1956).

ლიტერატურა

რედაქტირება

ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბილისი, 2003, გვ.242

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება