სოკრატ გალუსტაშვილი

სოკრატ ალექსის ძე გალუსტაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1920, სოფ. უფლისციხე, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 29 მარტი, 1981, გორი) — საბჭოთა კავშირის გმირი (3 ივნისი, 1944), გვარდიის სერჟანტი.

1940 წელს გაიწვიეს არმიაში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, როსტოვთან, ასევე უკრაინის, ბესარაბიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, იუგოსლავიის ტერიტორიებზე. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა გორში სამეურნეო სამუშაოზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1944), სხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

ლიტერატურა

რედაქტირება