სოკო (აბასთუმანი)

რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ნიმუში ადიგენის მუნიციპალიტეტის დ

სოკო — რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ნიმუში ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. სოკო სანატორიუმ „ვარძიის“ მთავარი შენობის მოპირდაპირედ, ხიდის გადაღმა არსებულ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. იგი მთლიანად მოზაიკით იყო დაფარული და სახვადასხვა ფრად ანათებდა. მის გარშემო პატარა პლატფორმაა მოწყობილი. დღეისათვის მოზაიკის უმეტესი ნაწილი ჩამომტვრეულია, მხოლოდ მცირე მონაკვეთზეა შემორჩენილი, ღეროს ზედა ნაწილში და ქუდის ზედაპირზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20164