სოკოები (Грибы) — უკრაინული ჯგუფი, რომელიც კიევში 2016 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან იური ბარდაში 4atty aka Tilla, და Симптом НЖН.[1]

ისტორია რედაქტირება

2016 წელს ლეიბლ Kruzheva Music-ის ხელმძღვანელის, ჯგუფების Quest Pistols და „ნერვები“ პროდიუსერ იური ბარდაშის მიერ ჩამოყალიბდა „სოკოები“[2][3]. 2016 წლის 28 აპრილს ჯგუფმა YouTube-ზე ვიდეო „Интро“ გამოაქვეყნა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მილიონზე მეტჯერ ნახეს[4]. იგივე წარმატება ჰქონდა მეორე ვიდეოს „Копы“, რომელიც 2016 წლის 11 სექტემბერს გამოვიდა.

11 ნოემბერს გამოვიდა მესამე ვიდეო „Велик“. აგრეთვე გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომი Дом На Колесах ч.1[5]. 2016 წლის ბოლოს დაიწყო ტურნე უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში.

2017 წლის მარტში გამოვიდა მორიგი, მეოთხე ვიდეო „Тает Лёд“, რომლის პოპულარობა აღინიშნა რამდენიმე კვირაში 30 მილონზე მეტი ნახვით.

ჯგუფის მუსიკა ჰიპ-ჰოპის და ჰაუსის სინთეზია. ისინი არ ურთიერთობენ პრესასთან - არ უყვართ ინტერვიუები, ფოტოსესები და უპირატესობას ანიჭებენ ანონიმურობას[6][7]. ვიდეოებში სახეებს მალავენ კაპიუშონებით, პანამებით და ბალაკლავებით.[8]. ვიდეოები სავსეა კომედიური სცენებით, რომლებსაც ასრულებს Kyivstoner (ვიდეობლოგერი „ბიუჯეტური გაი რიჩი“, ჯგუფის არაფორმალური წევრი. 2017 წლის თებერვალში მან განაცხადა ჯგუფიდან წასვლის შესახებ[9].

შემადგენლობა რედაქტირება

  • იური ბარდაში
  • ილია კაპუსტინი, იგივე 4atty aka Tilla[10]
  • Симптом (НЖН)

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები რედაქტირება

  • Дом На Колесах ч.1 (2016)
  • Дом На Колесах ч.2 (2017)

ვიდეოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

2016 წელს Jagermeister Indie Awards 2016-ზე ჯგუფმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის სინგლი“ (სიმღერით „Интро“).[11]

2017 წელს ჯგუფმა მიიღო ჯილდო YUNA, ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“[12].

სქოლიო რედაქტირება

  1. "А был ли ты в Грибах? Да, дядя, я был": Kyivstoner об уходе из популярной группы и будущем. the-flow.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
  2. Юрий Бардаш: «Даже наш коммерческий директор не думает о деньгах»
  3. Клип "Тает лед" пошел на рекорд Pen Pineapple Apple Pen
  4. Андрей Недашковский, Николай Редькин. (2016-06-01) Кто такие Грибы?. The-Flow.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-30.
  5. «Два колеса — велосипед, давай висеть»: «Грибы» выпустили клип «Велик» и альбом. Афиша (2016-11-12). ციტირების თარიღი: 2017-03-3.
  6. Похоже, мы знаем, когда выйдет дебютный альбом группы Грибы. The-Flow.ru (4 ноября 2016). ციტირების თარიღი: 2016-11-12.
  7. Александр Горбачев. (2016-12-09) Девяностые без кавычек: Александр Горбачев — о «Грибах» и Луне, самых ярких музыкальных прорывах года. Meduza.
  8. Откуда взялись «Грибы» и какова их философия. РБК (2016-11-26). ციტირების თარიღი: 2017-02-24.
  9. Kyivstoner: "Я ушел из Грибов, потому что там не хотят творить, там хотят считать". the-flow.ru (2017-02-25).
  10. Кто такие Грибы?
  11. Кто победил на Jagermeister Indie Awards 2016. the-flow.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
  12. YUNA-2017: Джамала удостоилась трех статуэток, а открытие года – "Грибы". «Сегодня» (2017-02-22). ციტირების თარიღი: 2017-02-24.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება