სოზარ იაკობაშვილი

სოზარ იაკობაშვილი (დ. 22 აგვისტო, 1933, კიევი — გ. 25 ნოემბერი, 2008) — ქართველი მეცნიერი, მეტალურგი, ტექიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978) და გამომგონებელი (1983).

სოზარ იაკობაშვილი
დაბადების თარიღი 22 აგვისტო, 1933 ( 1933-08-22) (91 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტი.

1958-1965 წლებში მუ­შა­ობ­და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეფოლადედ. 1965-1969 წლებში უკრაინის ე. პატონის სახელობის ელექტროშედუღების უნივერსიტეტში იყო შედუღების ლაბორატორიის გამგე. 1969-1973 წლებში სა­ქართველოს მეტალურგიის ინსტიტუტტში ხელმძღვანელობდა ამავე დასახელების ლაბორატორიას. იყო საერთაშორისო ასოციაცია „შედუღების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა შედუღების მეტალურ­გიის კათედრა და მასთან სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია. 1989-1993 წლებში იყო შედუღების მეტალურგიისა და ტექნოლოგიის კა­თედ­რის გამგე; დააარსა სა­ქარ­თვე­ლო-უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო ტექიკის ცენტრი შედუღებასა და მონათესავე ტექნოლოგიებში გადამზადებისათვის; მისი ნაშრომები ეძღვნება საშემდუღებლო ტექნოლოგიების ყვე­ლა მიმართულებას. მისმა გამოგონებამ (ფოლადის დამუშავების ახალი ტექნოლოგია და ღუმლის კონსტრუქცია) ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე (1975) დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თაობის „ცს“ სერიის ციკლოკონვერტორული საშემდუღებლო კვების წყარო­ე­ბი; კვების წყა­როს ცს–200-ის დამუშავებისა და დანერგვისათვის (ლიცენზია გაიყიდა გერმანიაში), იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკის ჟურნალ „მეტალურგიის, შედუღებისა და მასალათმცოდნეობის პრობლემების“ მთავარი რედაქტო­რი. გამოქვეყნებული აქვს მრავა­ლი სამეცნიერო შრომა, ­მონოგრაფია, სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • სა­ქართველოს საინჟინრო აკადემიის და ეკოლოგიის, ადამიანისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1997 — ღირსების ორდენი
  • 1975 — სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • შედუღებისა და რჩილვის პროცესების თეორია, თბ., 2005.
  • ლითონების დნობით ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგია, თბ., 1996.
  • მეტალურგია : სახელმძღვანელო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, თბ., 1987.
  • შედუღების პროცესების თეორია, თბ., 1979.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 159.
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: ყიფიანი თ., გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2001. გვ. 111

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება