„სოვეთონ ირისთონ“ („საბჭოთა ოსეთი“) — სამხრეთ ოსეთის გაზეთი, საქართველოს კომუნისტური პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და საოლქო სახალხო დეპუტატთა საბჭოთა ორგანო. გამოდიოდა ცხინვალში 1924 წლიდან კვირაში 5-ჯერ ოსურ ენაზე. 1932 წლამდე ერქვა „ხურზარინი“ („განთიადი“), შემდეგ — „კომუნისტი“, 1957 წლიდან — „სოვეთონ ირისთონ“. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. ტირაჟი 13 ათასი (1984).

ლიტერატურა რედაქტირება