სმირნის ოკუპაცია
სმირნის ოკუპაცია[1][2] — საბერძნეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მიერ, ანტანტის წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერით ქალაქ სმირნის ოკუპაცია (ამჟამად იზმირი, თურქეთი). საბერძნეთის ჯარები დასავლეთ ანატოლიაში შევიდნენ 1919 წლის 15 მაისს, მალე მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში (1918 წლის ოქტომბერი). ბერძნულ ჯარის ნაწილებმა დაიკავეს ქალაქი სმირნა, რომლის მოსახლეობის ნახევარი (სხვა წყაროების მიხედვით ნახევარზე მეტი)[3][4][5] ადგილობრივი ეთნიკური ბერძნები იყვნენ. თურქული ისტორიოგრაფიის მიხედვით დაიწყო თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის.
წინარე ისტორია
რედაქტირება1918 წლის 30 ოქტომბერს ანტანტის წარმომადგენლებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო მუდროსის დროებითი ზავი. ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტის მიხედვით მოკავშირეებს უფლება ჰქონდათ მოეხდინათ ნებისმიერი ქალაქისა თუ პუნქტის ოკუპაცია, თუკი მას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.
სმირნაზე პრეტენზიას აცხადებდა იტალია, რომელიც უკვე აკონტროლებდა მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 1912 წლის თურქეთ-იტალიის ომში გამარჯვების შემდეგ და რომლის ძალებიც განთავსებული იყვნენ ქალაქ იზმირის სამხრეთით. იტალიის ამბიციების შეზღუდვის მიზნით დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ გადაწყვიტეს იზმირის ოკუპაცია განეხორციელებინა საბერძნეთს[6].
1919 წლის 13 მაისს „ოთხთა საბჭომ“ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, აშშ) აღიარა საბერძნეთის უფლება სმირნის ოკუპაციაზე, რის შესახებაც ბრიტანელმა ადმირალმა სპეციალური ნოტით მიმართა სულთნის ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძირითადი როლი ითამაშა დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში საიმედო მოკავშირის შეძენას საბერძნეთის სახით, ამის საფასურად იგი მხარს უჭერდა მის ირედენტისტულ მიდრეკილებას შეექმნა დიდი საბერძნეთი.
მოვლენების მსვლელობა
რედაქტირებასულთნის მთავრობას არ გამოუთქვამს არანაირი პროტესტი ოკუპაციის შესახებ. პირიქით, მან აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას წინააღმდეგობა გაეწია ოკუპანტებისათვის. მიუხედავად ამისა სმირნის თურქული მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა საკუთარი თავი თავად დაეცვა, მაგრამ ადგილობრივი თურქები სიმცირის გამო ვერაფერს გახდნენ.
1919 წლის 15 მაისის გამთენიისას დაიწყო საბერძნეთის პირველი ქვეითი დივიზიის ჯარების გადასხმა ნახევარკუნძულ ჩეშმეზე, კარაბურუნის რაიონში და სმირნის პორტში. დესანტის გადასხმა მშვიდობიანად მოხდა და მიმდინარეობდა ანტანტის ქვეყნების გემების მეთვალყურეობის ქვეშ. საბერძნეთის არმია 12 000 ადამიანს მოითვლიდა, გარდა ამისა მთ გვერდიგვერდ იყო „ოთხთა საბჭოს“ ქვეყნების 800 დესანტი. თურქეთის ყაზარმებში სულ 3 ათასი ჯარისკაცი იყო, ჯანდარმებთან ერთად მათი რაოდენობა 4 ათასამდე იზრდებოდა.
იტალიელები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ სმირნის ოკუპაციას, ამზადებდნენ პროვკაციას. იტალიელი პოლკოვნიკის კოროსინის ბრძანებით ციხიდან გამოუშვეს ყველა თურქი კრიმინალი, რომლებმაც მცირე ინციდენტი გამოიწვიეს ნავსადგურში. არეულობით ისარგებლეს იტალიელებმა და კიდევ ერთხელ მოთხოვეს მოკავშირეებს სმირნის ოკუპაციაზე უფლება, მაგრამ უარი მიიღეს.
მაისის ბოლოს საბერძნეთის არმიამ მთელი ვილაიეთი დაიკავა.
1919 წლის 19 მაისს იზმირში ჩავიდა მე-9 არმიის მთავარი ინსპექტორი მუსტაფა ქემალ-ფაშა და დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება.
ბერძნული მმართველობა
რედაქტირებასაბერძნეთისათვის სმირნა ოკუპირებულ ქალაქად არ აღიქმებოდა, ისინი თვლიდნენ, რომ ქალაქი გაათავისუფლეს ოსმალებისაგან და ფიქრობდნენ, რომ მათი კანონმდებლობა უნდა გავრცელებულიყო ქალაქზე. თურქი უმცირესობის გულის მოსაგებად ოლქის მმართველის მოადგილედ დანიშნეს თურქი ნაიპ ზადე, რომელიც ადრე მართავდა დრამის ნომს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ელეფთერიოს ვენიზელოსის ინიციატივით ქალაქში დაარსდა უნივერსიტეტი, როგორც ბერძნებისთვის, ასევე თურქებისთვის (აღმოსავლეთის უნივერსიტეტი), რომლის რექტორადაც დანიშნეს ბერძნული წარმოშობის გერმანელი მათემატიკოსი კონსტანტინ კარატეოდორი.
დამარცხებისა და ქალაქიდან გასვლის შემდეგ ბერძნები შეეცადნენ ხელისუფლების გადაცემის ცივილიზებულად ორგანიზებას[7][8].
ოკუპაციის დასასრული
რედაქტირება1922 წლის 9 სექტემბერს სმირნაში შევიდა ოსმალეთის არმია მუსტაფა ქემალ-ფაშას მეთაურობით. მან ჯარისკაცებს განუცხადა, რომ ყოველი თურქი ჯარისკაცი, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს მიაყენებდა, დაიხვრიტებოდა[9]. ოსმალეთის ჯარმა დაიწყო ბერძენი და სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. ბერძნული და სომხური საცხოვრებელი უბნები ცეცხლის ალში იყო გახვეული. ქალაქი მთლიანად გადაწვეს. ხანძარმა გაანადგურა ასობით სახლი, 24 ეკლესია, 28 სკოლა, ბანკი, საკონსულო, საავადმყოფოები[10][11][12][13]. დაღუპულების რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით მერეობს 60 ათასიდან[10] 260 ათასამდე[11]. მსხვერპლთა საშუალო რაოდენობაა 183 ათასი ბერძენი და 12 ათასი სომეხი[13].
ოსმალეთის მიერ ქალაქის დაბრუნების შემდეგ ბერძნულმა მოსახლეობამ იზმირი დატოვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- И. Г. Дроговоз «Турецкий марш: Турция в огне сражений», — Минск: «Харвест», 2007. ISBN 978-985-16-2075-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Treaty of Sèvres, 1920 ხელშეკრულების ოფიციალური ტექსტი (1920): იხ.. SECTION IV. SMYRNA.(ინგლისური)
- ↑ Мустафа Кемаль. Путь новой Турции. Литиздат Н. К. И. Д., Т. I, 1929, გვ. LIX
- ↑ Fleming Katherine Elizabeth. Greece: A Jewish History. Princeton University Press, 2008, стр. 81.
- ↑ Lowe, Cedric James. The Mirage of Power. Volume Two: British Foreign Policy 1914-22. Routledge, 2002, стр. 367.
- ↑ Adam Kirsch. The Ruined City of Smyrna: Giles Milton’s 'Paradise Lost' დაარქივებული 2010-08-15 საიტზე Wayback Machine. // New York Sun : «Above all, he coveted Smyrna, the only majority Christian city in Turkey, where Greeks outnumbered Turks by two to one.»
- ↑ [Δημητρης Φωτιαδης,Σαγγαριος,Φυτρακης,1974,σελ.135-137]
- ↑ George Horton,The Blight of Asia, pages84-92,ISBN 960-05-0518-7
- ↑ Δημητρης Φωτιαδης,Σαγγαριος,Φυτρακης,σελ.154-156
- ↑ Мусский И. А.100 великих диктаторов. М., Вече, 2002. ISBN 5-7838-0710-9 გვ. 408
- ↑ 10.0 10.1 Б.Соколов. ГРЕКО-ТУРЕЦКАЯ ВОЙНА
- ↑ 11.0 11.1 Never Again: Ending War, Democide, & Famine Through Democratic Freedom Factual Supplement to the NEVER AGAIN SERIES R.J. RUMMEL
- ↑ Milton, Giles. Paradise Lost: Smyrna 1922: The Destruction of Islam’s City of Tolerance. Hodder & Stoughton Ltd., London, 2008. Цт.по: ADAM KIRSCH The Ruined City of Smyrna: Giles Milton’s 'Paradise Lost' დაარქივებული 2010-08-15 საიტზე Wayback Machine. //New York Sun
- ↑ 13.0 13.1 [1] Руммель, ук. соч., стр. 5, строки 315—332