სლივნა
სლივნა (სლოვენ. Slivna) — დასახლებული პუნქტი ცენტრალურ სლოვენიაში. მდებარეობს ლიტიას მუნიციპალიტეტში. ისტორიულად იყო შტირიის ნაწილი, დღეისთვის შედის ცენტრალური სლოვენიის სტატისტიკურ რეგიონში.[2] დასახლებული პუნქტი წარმოადგენს სლოვენიის გეომეტრიულ ცენტრს.
სოფელი | |
---|---|
სლივნა Slivna | |
ქვეყანა | სლოვენია |
რეგიონი | ცენტრალური სლოვენია |
მუნიციპალიტეტი | ლიტია |
კოორდინატები | 46°07′20″ ჩ. გ. 14°48′56″ ა. გ. / 46.1224889° ჩ. გ. 14.8156139° ა. გ. |
ფართობი | 3,47 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 626,6[1] მ |
მოსახლეობა | 136 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
სოფელში არის აგნესა რომაელის (სლოვ.: sveta Neža) სახელობის ეკლესია. ეს არის XIV საუკუნის ეკლესია, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ბაროკოს სტილზე გადააკეთეს.[3]