სკრები

(გადამისამართდა გვერდიდან სკრაბი)

სკრები, სკრაბი (ინგლ. scrub) — ქსეროფილური ბუჩქნარი ავსტრალიის მშრალ რაიონებში. მასში გაბატონებულია ან ბუჩქისებრი ევკალიპტები (მალი-სკრები), ან აკაციები (მელგა-სკრები და ბრიგელოუ-სკრები), კაზუარინები, პარკოსანთა და მირტისებრთა ოჯახების ნახევრად ბუჩქები. ბუჩქების სიმაღლე 2 მ აღწევს. სკრების მცენარეებს ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული აქვთ მონაცისფრო-მწვანე ფოთლები. ზოგჯერ ფოთლები გადაქცეულია ფილიდიუმებად (აკაციების) ან ეკლებად. სკრებში ბალახოვანი მცენარეები ძალიან ცოტაა; გვხვდება კორდოვანი მარცვლოვანები, ერთწლოვანი უკვდავები, მლაშობურები, ზოგიერთი სუკულენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება