სკორადალსვატნი
(გადამისამართდა გვერდიდან სკორრადალსვათნი)
სკორადალსვატნი (ისლ. Skorradalsvatn) — ტბა ისლანდიის დასავლეთ ნაწილში. ფართობი 14.7 კმ², სიგრძე 15 კმ, სიგანე 1 კმ, მაქსიმალური სიღრმე 48 მ.
სკორადალსვატნი | |
---|---|
Skorradalsvatn | |
სკორადალსვატნი | |
კოორდინატები: 64°31′ ჩ. გ. 21°27′ დ. გ. / 64.517° ჩ. გ. 21.450° დ. გ. | |
მდებარეობა | ისლანდია |
სიგრძე | 15 კმ |
სიგანე | 1 კმ |
ფართობი | 14,7 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 48 მ |
ტბის გარშემო არის რამდენიმე მაღალი მთა. მთავრობის მიერ ტბის ნაპირებზე გაშენებულია ტყე, რომელიც ისლანდიაში ტყის მასივის აღდგენის პროგრამის ფარგლებში შედის.
გამოიყენება როგორც წყალსაცავი, ამიტომ მისი დონე ხელოვნურადაა აწეული.
ტბის გარშემო არ არის არც ერთი დასახლებული პუნქტი, მაგრამ მრავლადაა საზაფხულო კოტეჯები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სკორადალსვატნის ტბა დაარქივებული 2010-12-11 საიტზე Wayback Machine.