სკანდინავიის საპასპორტო კავშირი
სკანდინავიის საპასპორტო კავშირი ანუ ჩრდილოეთის საპასპორტო კავშირი არის სკანდინავიის ქვეყნების კავშირი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ მიმოსვლასა და ერთიან სამუშაო ბაზარს წევრ-ქვეყნების მოქალაქეთათვის. კავშირში გაწევრიანებულნი არიან დანიის (ფარერისა და გრენლანდიის კუნძულების ჩათვლით), შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოები, ასევე ფინეთი და ისლანდია.
კავშირის შექმნა
რედაქტირება1954 წელს დანიის, შვედეთის, ფინეთისა და ნორვეგიის სახელმწიფოებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავისუფალი სამუშაო ბაზრის შესახებ. ხოლო 1955 წლის 1. დეკემბერს ამ ხელშეკრულებას ისლანდიაც შეუერთდა. ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავდა უმუშევრობის შემცირებას. ამ კავშირის შექმნა კი ამარტივებდა უცხოელებისათვის შრომის კანონმდებლობასა და მიმოსვლას. გარდა ამისა, ისინი იღებდნენ გამარტივებული წესით ცხოვრების უფლებასა და სოციალურ გარანტიებს. 1981 წელს კი კავშირის წევრ-ქვეყნების მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი მიეცათ. დღეს კი, უცხოელთა ბიუროში რეგისტრაციაც კმარა.