სიხუაანთ საყდარი
სიხუაანთ საყდარი, გომარეთის წმინდა მარიამის ეკლესია — დარბაზული ეკლესია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში. აგებულია 1034 წელს. შემოსილია უხეშად დამუშავებული ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის თავზე ჩადგმულია სამნაწილიანი დიდი ბალავარის ქვა, რომელზეც ჯვარია გამოსახული და ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები, სადაც მოხსენიებულია ლიპარიტ ერისთავთერისთავი და მისი შვილები.
ფილას ირგვლივ ორმაგი ლილვის ოთხკუთხა ჩარჩო შემოუყვება, ხოლო მისი ზედაპირი ვერტიკალურად ლილვებით სამად არის დაყოფილი. შუაში გამოსახულია ოთხასფეხურიან სადგამზე აღმართული დიდი ზომის მონუმენტური ჯვარი მკლავების ოდნავ გაფართოებული ბოლოებით. ბალავრის ქვაზე, კიდურწაისრული ასომთავრულით ამოკვეთილია ოთხი თანადროული წარწერა. წარწერის ქვა და თავად წარწერა დაზიანებული არ არის. წარწერა ასე იკითხება:
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 87.
- ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, დმანისის რაიონი V-XVIII სს., ტ. I, თბ., 2017, გვ., 119-121