სიყვარულით, ვიქტორი
სიყვარულით, ვიქტორი (ინგლ. Love, Victor) — ამერიკელული თინეიჯერული, რომანტიკული, კომედიური ვებ-დრამა, რომელიც შექმნილია აიზეკ აპტაკერის და ელისაბედ ბერგერის მიერ, რომელიც შთაგონებულია და შეიქმნილია იმავე სამყაროში, როგორც 2018 წლის ფილმი სიყვარულით, საიმონი. სერიალის პრემიერა შედგა 2020 წლის 17 ივნისს, ჰულუზე. სერიალი შექმნილია 20th Century Fox Television-ის მიერ.
სიყვარულით, ვიქტორი | |
---|---|
სერიალის ქართულენოვანი პოსტერი | |
Love, Victor | |
ჟანრი | თინეიჯერული დრამა კომედიური დრამა რომანტიკული დრამა |
ავტორი | ელისაბედ ბერგერი და აიზეკ აპტაკერი |
ეფუძნება | |
მონაწილეობენ |
|
მთხრობელი |
|
თემის კომპოზიტორი | სიდჰარტა ხოსლა |
მთავარი თემა |
Tyler Glenn - "Somebody to Tell Me" |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
სერია | 10 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
რედაქტორ(ებ)ი |
|
ხანგრძლივობა | 24-31 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | 20th Television |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | ჰულუ |
პირველად ეთერში | 17 ივნისი, 2020 |
ქრონოლოგია | |
წინა | სიყვარულით, საიმონი (2018) |
საიტი |
მაიკლ ჩიმინო ასრულებს ვიქტორის - ატლანტაში მცხოვრებ კოლუმბიურ-პუერტო რიკოული ოჯახის თინეიჯერის როლს. სერიალში მაიკლთან ერთად მონაწილეობენ ჯორჯ სეარი, რეიჩელ ჰილსონი, ბიბი ვუდი, ენტონი ტურპელის, იზაბელა ფერეირა, ანა ორტიზი, ჯეიმზ მარტინესი, მეისონ გუდინგი და მატეო ფერნანდესი. სერიალში ასევე მონაწილეობს ნიკ რობინსონი, რომელიც ფილმში სიყვარულით, საიმონი მთავარ როლს, საიმონის როლს ასრულებს. სერიების გადაღება დაიწყო 2019 წლის აგვისტოში, ლოს ანჯელესში.
სიუჟეტი
რედაქტირებასერიალი მოგვითხრობს კრეკვუდის საშუალო სკოლის ახალ სტუდენტზე, ვიქტორზე, რომელიც საკუთარი თავის აღმოსაჩენად მიემგზავრება. მას ოჯახში პრობლემები აქვს. ვიქტორი, გამოწვევების წინაშე დგას, ის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული მის სექსუალურ ორიენტაციაში. ამიტომ ის დასახმარებლად საიმონს დაუკავშირდება.
მსახიობები და პერსონაჟები
რედაქტირებამთავარი
რედაქტირება- მაიკლ ჩიმინო – ვიქტორ სალაზარი,[1] კრიკვუდის საშუალო სკოლაში ახალი სტუდენტი. ცდილობს მის სექსუალურ ორიენტაცაში გამორკვევას და ახალ ქალაქში ცხოვრების მორგებას.
- რეიჩელ ჰილსონი – მია ბრუკსი, ვიქტორს ჭკვიანი მეგობარი, რომელსაც აქვს უნარი სწრაფად და მარტივად გააღიმოს ის.
- ენტონი ტურპელი – ფელიქს ვესტინი, ვიქტორის უცნაური ახალი მეზობელი.
- ბიბი ვუდი – ლეიკ მერივეითერი, მიას სოციალური მედიით შეპყრობილი საუკეთესო მეგობარი.
- მეისონ გუდინგი – ენდრიუ, კრიკვუდის პოპულარული კალათბურთელი.
- ჯორჯ სეარი – ბენჯი კემპბელი, ვიქტორის გეი, თავდაჯერებული და მომხიბვლელი თანაკლასელი.
- იზაბელა ფერეირა – პილარ სალაზარი, ვიქტორის უმცროსი და.
- მატეო ფერნანდესი – ადრიან სალაზარი, ვიქტორ პატარა ძმა.
- ჯეიმზ მარტინესი – არმანდო სალაზარი: ვიქტორის მამა, რომელიც ოჯახისთვის ძალიან შრომობს.
- ანა ორტიზი – იზაბელ სალაზარი, ვიქტორის დედა, რომელიც დიდ ზეწოლას განიცდის ახალ ქალაქში გადასვლის შემდეგ.
ნიკ რობინსონი – საიმონ სპიერი, რეპლიკაციას უწევს მის როლს სიყვარულით, საიმონიდან. რობინსონი უმეტესად ხმის საშუალებით ხვდება, რომელშიც ახმოვანებს საიმონის მესიჯებს ვიქტორთან. საიმონი პირადად ჩნდება პირველი სეზონის მერვე ეპიზოდში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fuentes, Tamara. (June 17, 2019) Meet the Cast of 'Love, Victor' and Their Characters. Seventeen. ციტირების თარიღი: June 17, 2020.