სიუზან ვოიჩიცკი
სიუზან დაიან ვოიჩიცკი (ინგლ. Susan Wojcicki; /wʊˈtʃɪtski/;[1] დ. 5 ივლისი, 1968)[2] — YouTube-ის გენერალური დირექტორი,[3] ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით.[4][5]
სიუზან ვოიჩიცკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 აგვისტო, 1968 კალიფორნია, აშშ |
განათლება | |
მეუღლე(ები) | დენის ტროპერი (1998-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 5 |
მშობლები |
მამა: სტენლი ვოიჩიცკი დედა: ესთერ ვოიჩიცკი |
ვოიჩიცკი ჩართული იყო კომპანია გუგლის დაფუძნების პროცესში და გუგლის პირველი მარკეტინგის მენეჯერი გახდა 1999 წელს. შემდგომ ის უძღვებოდა კომპანიის ონლაინ სარეკლამო ბიზნესს. იუთუბის წარმატების შემჩნევის შემდეგ, 2006 წელს ვოიჩიცკიმ განიხილა გუგლის მიერ იუთუბის შეძენა, 2014 წლიდან კი იუთუბის გენერალური დირექტორის პოსტი უკავია.[6]
ვოიჩიცკის ქონება 580 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.[7]
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებასიუზან დაიან ვოიჩიცკი დაიბადა 1968 წლის 5 ივლისს ესთერ ვოიჩიცკის, ებრაული წარმოშობის პედაგოგის,[8] და სტენლი ვოიჩიცკის, სტენფორდის უნივერსიტეტის პოლონელ-ამერიკელი ფიზიკის პროფესორის, ოჯახში.[9] ჰყავს ორი და: ჯანეტ ვოიჩიცკი (დოქტორი, ანთროპოლოგი და ეპიდემიოლოგი)[10] და ენ ვოიჩიცკი — 23andMe-ს დამფუძნებელი.[11][12] იგი ესწრებოდა ლექციებს Gunn High School-ში Palo Alto, California-ში და წერდა სკოლის გაზეთისთვის.[13]
კომპიუტერული მეცნიერების პირველ ლექციას ჰუმანიტარულ სპეციალობაზე სწავლის მეოთხე კურსზე დაესწრო.[14]
1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (ისტორია და ლიტერატურა). თავდაპირველად ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მოპოვებასა და კარიერის აკადემიაში გაგრძელებას აპირებდა, თუმცა ტექნოლოგიებით დაინტერესების შემდეგ გეგმები შეცვალა.[15]
1993 წელს ეკონომიკაში მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მიიღო University of California, Santa Cruz-სგან, 1998 წელს კი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი UCLA Anderson School of Management-სგან.[16]
კარიერა
რედაქტირებაგუგლის დამფუძნებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, ვოიჩიცკის გარაჟში გააკეთეს თავიანთი ოფისი 1998 წლის სექტემბერს, მენლო პარკში.[17] გუგლის პირველ მარკეტინგის მენეჯერობამდე ვოიჩიცკი მუშაობდა კორპორაცია ინტელში და იყო Bain & Company-ისა და R.B. Webber & Company-ის მენეჯმენტის კონსულტანტი. ვოიჩიცკი მონაწილეობას იღებდა გუგლის წარმატებული პროდუქტების განვითარებაში, როგორიცაა Google Images და Google Books.[18]
იუთუბი, იმ დროისთვის პატარა სტარტაპი, წარმატებით უწევდა კონკურენციას გუგლის Google Video სერვისს, რომელსაც ვოიჩიცკი ზედამხედველობდა. ამის საპასუხოდ მან იუთუბი შეიძინა.[19]
მან წარმატებით გააკეთა ორი უდიდესი შენაძენი გუგლისთვის — იუთუბი, 1.65 მილიარდ აშშ დოლარად 2006-ში და DoubleClick, 3.1 მილიარდ აშშ დოლარად 2007-ში.[20]
YouTube CEO
რედაქტირებავოიჩიცკი იუთუბის CEO 2014 წლის თებერვალში გახდა.[21] 2015 წელს მას უწოდეს „ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი რეკლამირებაში,“[22] ასევე დასახელდა ტაიმის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის[23], შემდგომ გამოცემაში კი დაასახელეს „ინტერნეტის ყველაზე გავლენიან ქალად.“[24]
YouTube-ის CEO-დ ყოფნისას, კომპანიამ განაცხადა, რომ თვის განმავლობაში იმ მომხმარებელთა რაოდენობამ, ვინც სისტემაში შევიდა (login), 2 მილიარდს მიაღწია, ისინი იუთუბზე ვიდეოების ყურებაში მილიარდ სააათს ატარებდნენ.[25][26] მისი CEO-დ დანიშვნიდან, იუთუბში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა 24 პროცენტიდან 30 პროცენტამდე გაიზარდა.[27]
ვოიჩიცკი ხაზს უსვამს საგანმანათლებლო კონტენტის პრიორიტეტულობას კომპანიისთვის. 2018 წლის 20 ივლისს განაცხადა ინიციატივის — YouTube Learning-ის შესახებ, რომელიც აფინანსებს გრანტებს და მხარს უჭერს განათლებაზე ფოკუსირებული კონტენტის შექმნას.[28]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1998 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდა დენის ტროპერზე Belmont, California-ში.[29] ჰყავთ ხუთი შვილი. 2014 წლის 16 დეკემბერს, დედობის მეხუთე შვებულების აღებამდე, დაწერა op-ed (პირადი მოსაზრება) დედობის ანაზღაურებადი შვებულების მნიშვნელობაზე The Wall Street Journal-ში .
ამერიკის მოქალაქეობასთან ერთად,[30] იგი პოლონეთის მოქალაქეა.[31] მისი ბაბუა, ფრანციშეკ ვოიჩიცკი, People's Party-სა and Polish People's Party-ის პოლიტიკოსი იყო.[32] მისი ბებია, იანინა ვოიჩიცკა ჰოსკინსი, იყო კონგრესის ბიბლიოთეკის პოლონელ-ამერიკელი ბიბლიოთეკარი და ამერიკაში პოლონური მასალის უდიდესი კოლექციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი.[33]
ადვოკატირების კამპანიები
რედაქტირებავოიჩიცკი მხარს უჭერს ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობის გაზრდას,[34] სირიელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას,[35] ტექნოლოგიურ კომპანიებში გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას,[36][37] გოგონების კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებასა და სკოლებში კოდირების (პროგრამირების) პრიორიტეტიზაციას.[38]
ჯილდოები
რედაქტირება2019 წელს ვოიჩიცკი დასახელდა Vanity Fair-ის New Establishment-ის სიაში N1.[39]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "#DearMe: Susan Wojcicki, CEO of YouTube" YouTube-ზე
- ↑ California Births, 1905 - 1995. Familytreelegends.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2013. ციტირების თარიღი: March 15, 2014
- ↑ Gustin, Sam (3 May 2011). „Google Ad Chief Susan Wojcicki: 'The Book Isn't Finished'“. Wired.com. ციტირების თარიღი: 10 September 2011.
- ↑ YouTube’s Susan Wojcicki: 'Where's the line of free speech – are you removing voices that should be heard?'. ციტირების თარიღი: 2021-01-16
- ↑ YouTube CEO Susan Wojcicki: Here's what to say when men are talking over you at a meeting. ციტირების თარიღი: 2021-01-16
- ↑ Orescovic, Alexi (February 5, 2014). „Google taps longtime executive Wojcicki to head YouTube“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 21, 2015. ციტირების თარიღი: თებერვალი 21, 2021.
- ↑ #38 Susan Wojcicki. ციტირების თარიღი: 2018-10-27
- ↑ Tramiel, Preeva. Esther Wojcicki: A Jewish mother of the tech revolution. ციტირების თარიღი: 1 August 2017
- ↑ Clifford, Catherine. How Anne and Susan Wojcicki's parents raised the founder of 23andMe and the CEO of YouTube. ციტირების თარიღი: 2019-05-14
- ↑ Sellers, Patricia. Before Google, the Wojcicki girls learned from Mom. ციტირების თარიღი: 16 December 2014
- ↑ I raised 2 successful CEOs and a doctor—here’s one of the biggest mistakes I see parents making, Esther Wojcicki, Published Wed, May 8, 2019, cnbc.com.
- ↑ Clifford, Catherine. How Anne and Susan Wojcicki's parents raised the founder of 23andMe and the CEO of YouTube. ციტირების თარიღი: 2019-10-28
- ↑ Sellers, Patricia (February 1, 2012). "Before Google, the Wojcicki girls learned from Mom". Fortune Magazine. Retrieved October 4, 2014.
- ↑ 14.0 14.1 14.2 "Susan Wojcicki". Forbes. Retrieved 2017-11-15.
- ↑ Laporte, Nicole (August 6, 2014). "The Woman Behind the Superlatives: Three Things You Need to Know About Susan Wojcicki". The Fast Company. Retrieved October 4, 2014.
- ↑ Swift, Mike (February 7, 2011). „Susan Wojcicki: The most important Googler you've never heard of“. San Jose Mercury News. ციტირების თარიღი: October 4, 2014.
- ↑ „Our history in depth – Company – Google“. 2012-04-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
- ↑ "Susan Wojcicki - CEO @ YouTube". CrunchBase. TechCrunch.
- ↑ Swift, Mike (February 7, 2011). "Susan Wojcicki: The most important Googler you've never heard of". San Jose Mercury News. Retrieved October 4, 2014.
- ↑ Stangel, Luke. (August 10, 2017) Wojcicki: Memo could deter women from tech careers.
- ↑ Google Ads SVP Susan Wojcicki Takes Over At YouTube. ციტირების თარიღი: June 12, 2014
- ↑ Is This the Most Important Person in Advertising?. ციტირების თარიღი: 2021-01-08
- ↑ Grazer, Brian (April 16, 2015). "The 100 Most Influential People" დაარქივებული 2021-01-20 საიტზე Wayback Machine. . TIME. Retrieved October 5, 2015.
- ↑ Luscombe, Belinda (August 27, 2015). "Meet YouTube's Viewmaster". TIME. Retrieved October 5, 2015.
- ↑ Hamedy, Saba. „YouTube just hit a huge milestone“. Mashable (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-26.
- ↑ „YouTube Claims 1.5 Billion Monthly Users in Latest Ad Sales Pitch“. Fortune (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-26.
- ↑ Wojcicki, Susan. „Exclusive: How to Break Up the Silicon Valley Boys' Club“. The Hive (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-26.
- ↑ Susan Wojcicki. (2018-07-20) Mid-year update on our five creator priorities for 2018. YouTube Blog. ციტირების თარიღი: 2020-05-31
- ↑ „Weddings“. Palo Alto Weekly. November 11, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2015. ციტირების თარიღი: October 4, 2014.
- ↑ [Forbes Profile Susan Wojcicki. ციტირების თარიღი: 1 August 2017
- ↑ New YouTube Boss Susan Wojcicki Talks Talent, Music and M&A (Q&A). ციტირების თარიღი: 16 December 2014
- ↑ Franciszek Wójcicki, https://pl.wikipedia.org/wiki/Franciszek_W%C3%B3jcicki. წაკითხვის თარიღი: 2021-02-21
- ↑ „Janina Wójcicka Hoskins (1912–1996): Portrait of an Esteemed Librarian“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Wojcicki, Susan (2014-12-16). „Paid Maternity Leave Is Good for Business“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2017-10-26.
- ↑ Susan Wojcicki: Refugees Are Trying to Escape Terror—Not Create It. ციტირების თარიღი: 2017-10-26
- ↑ Wojcicki, Susan. "Exclusive: How to Break Up the Silicon Valley Boys' Club". The Hive. Retrieved 2017-10-26.
- ↑ Isidore, Chris. „YouTube CEO Susan Wojcicki on gender discrimination: It still hurts“. CNNMoney. ციტირების თარიღი: 2017-10-26.
- ↑ Closing the Tech Industry Gender Gap en-US (2016-01-27). ციტირების თარიღი: 2017-10-26
- ↑ Vanity Fair New Establishment List 2019.
- ↑ "The Top 50 Execs Who Make the Wheels Turn". Adweek. October 28, 2013. Retrieved March 15, 2014.
- ↑ Bellstrom, Kristen (24 September 2018). "Patti Davis, Rihanna, Fortune Most Powerful Women 2018: Broadsheet September 24". Fortune. Retrieved 18 October 2018.