სიუზან ბერტი
სიუზან ბერტი (ინგლ. Susan Bertie; დ. 1554 - გ. უცნობია, სავარუდოდ 1596 წლის შემდეგ) — ინგლისელი არისტოკრატი, კეტრინ უილოუბის ტიუდორების კარზე მყოფი ფროილინას ქალიშვილი, კენტის გრაფინია[1].
სიუზან ბერტი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Susan Bertie |
დაბადების თარიღი | 1554 |
გარდაცვალების თარიღი | უცნობია |
მეუღლე(ები) |
1. რეჯინალდ გრეი, კენტის მეხუთე გრაფი 2. ჯონ უინგფილდი |
შვილ(ებ)ი |
პერეგრინ უიგფილდი (მეორე ქორწინებიდან) რობერტ უინგფილდი (მეორე ქორწინებიდან) |
მშობლები |
მამა: რიჩარდ ბერტი დედა: კეტრინ უილოუბი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასიუზან ბერტი დაიბადა 1554 წელს კათოლიციზმის აღდგენის დროს, რომელიც დაიწყო მერი ტიუდორის მეფობის დროს, რომელიც გამოირჩეოდა სისასტიკით პროტესტანტების მიმართ. სიუზანის მშობლები კი პროტესტანტები იყვნენ. მათ ეშინოდათ რელიგიური რწმენის გამო დევნის, რის გამოც ბერტის ოჯახი 1555 წელს გაიქცა კონტინენტურ ევროპაში და 1559 წელს შეძლო დაბრუნება სამშობლოში, როდესაც ელისაბედ I უკვე დედოფალი იყო.
ინგლისში დაბრუნების შემდეგ ბერტის ოჯახი ცხოვრობდა გრიმსთორპის ციხესიმაგრეში, რომელსაც ფლობდა სიზანის დედა კეტრინი, საფოლკის ჰერცოგინია. სიუზანი უმცროს ძმასთან, პერეგრინ ბერტისთან ერთად გაიზარდა[2].
1570 წელს, 16 წლის ასაკში, სიუზან ბერტი დაქორწინდა რეჯინალდ გრეიზე, სერ ჰენრი გრეისა და მარგარეტ სენტ ჯონის ვაჟზე. გრეის ოჯახს არც სიმდიდრე ჰქონდა და არც სახარბიელო კავშირები. სერ ჰენრის ბიძამ, რიჩარდ გრეიმ, კენტის მე-3 გრაფმა, გაფლანგა ოჯახის ქონება და იძულებული გახდა ქონების უმეტესი ნაწილი გაეყიდა ვალების გამო[3]. 1572 წლისთვის, სიუზანის დედის კეტრინ უილოუბის დახმარებით, რეჯინალდ გრეის დაუბრუნდა კენტის გრაფის ტიტული. 1573 წლის 17 მარტს გრაფი მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. მას მემკვიდრე არ ჰყოლია. მისი გარდაცვალების შემდეგ ტიტული გარდაცვლილის უმცროს ძმას, ლორდ ჰენრი გრეის გადაეცა.
სიუზანმა, როგორც ქვრივმა მემკვიდრეობით მიიღო ქონების მინიმუმ მესამედი. იგი გარდაცვალებამდე ატარებდა კენტის გრაფის ცოლის ტიტულს. გარდა ამისა მას ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტებისთვის. ამისთვის მას არ სჭირდებოდა მამაკაცი რწმუნებული. იგი თავად იცავდა საკუთარ ინტერესებს იურიდიულ საკითხებში. დედოფალმა მას დაუნიშნა სამუდამო ყოველწლიური გადასახადი 100 ფუნტის სახით. დედოფლის მოწვევით სიზან ბერტმა რამდენიმე წელი გაატარა ელისაბედის კარზე[2].
სიუზანის მეორე ქმარი იყო სერ ჯონ უინგფილდი, ბეს ჰარდვიკის ძმისშვილი. ისინი დაქორწინდნენ 1581 წლის 30 სექტემბერს[4]. დაახლოებით 1589 წელს შეეძინათ პირველი შვილი, რომელსაც სიუზანის უმცროსი ძმის პატივსაცემად პერეგრინი დაარქვეს. 1591 წელს წყვილს ვაჟი რობერტი შეეძინა, რომელიც ერთი წლის შემდეგ 1592 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა[2].
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბერტი და უინგფილდი ცხოვრობდნენ ნიდერლანდებში, სადაც სერ ჯონი მსახურობდა ჯარში და კაპიტნის წოდებას ატარებდა. მოგვიანებით ის ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის ქალაქ გერტრუდენბერგის გუბერნატორად დაინიშნა. ისინი იქ 1588 წლამდე დარჩნენ. 1596 წელს სუზანი მეორედ დაქვრივდა. ბერტის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.