სიუელი (ესპ. Sewell) — დაუსახლებელი მეშახტეთა ქალაქი ჩილეში, ო'ჰიგინსის რეგიონის კაჩაპოალის პროვინციის მაჩალის კომუნაში. მდებარეობს ანდებში ზღვის დონიდან 2000–2500 მეტრ სიმაღლეზე, დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით 85 კილომეტრზე. აშენებულია მთის ფერდობზე. ქალაქის მთავარ ქუჩას წარმოადგენს კიბე, რომელიც მიუყვება მთის ფერდობს.

სიუელი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 34°05′06″ ს. გ. 70°22′57″ დ. გ. / 34.08500° ს. გ. 70.38250° დ. გ. / -34.08500; -70.38250
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1214
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1214
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი დაარსდა 1904 წელს სპილენძის მოპოვებისათვის და სახელი უწოდეს სამშენებლო კომპანიის პირველი პრეზიდენტის ბარტონ სიუელის პატივსაცემად. 1918 წელს მისი მოსახლეობა 14 000 შეადგენდა, მაგრამ 1977 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ დაიწყო მეშახტეთა ოჯახების გადასახლება, ქალაქი გახდა დაუსახლებელი.

1998 წელს ჩილეს მთავრობამ ქალაქი გამოაცხადა ეროვნულ ძეგლად, ხოლო 2006 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება