სიტულა
სიტულა (ლათ. situla — სათლი) — ბრინჯაოს ჭურჭელი. ცნობილია არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად (ჰალშტატის კულტურა და ლატენის კულტურა), რომელიც ადრინდელი რკინის ხანას განეკუთვნებოდა. ადრინდელი სიტულას მრგვალი მუცელი და 2 მირჩილული ყური აქვს. გვიანდელი სიტულა კონისებურია, ზევით ფართოვდება და რკალისებრი მოძრავი სახელური აქვს. ზოგი სიტულა შემკულია სხვადასხვა რელიეფით. სიტულა დამახასიათებელია ადრინდელი რკინის ხანის ქართული კულტურისა და საერთოდ კავკასიის ცივილიზაციისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 403.