სიტი ჰოლი (ლონდონი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიტი ჰოლი (City Hall) — დიდი ლონდონის სამმართველოსა და ქალაქ ლონდონის მერის შტაბ-ბინა. მდებარეობს მდ. თემზის სამხრეთ სანაპიროზე ტაუერის ხიდთან. ნორმან ფოსტერის პროექტის შენობა გაიხსნა 2002 წლის ივლისში.

სიტი ჰოლი.
სიტი ჰოლი ღამით.

შენობას არაჩვეულებრივი, ბუშტის ფორმა აქვს, რომლის მიზანი შენობის ზედაპირის პერიმეტრის შემცირება და ენერგოეფექტურობის გამუჯობესება იყო. ლონდონელები მას ხან უდღეურ კვერცხს, ტკიპსა და ხანაც მოტოციკლეტისტის ჩაფხუტს ადარებენ. ლონდონის მერმა კენ ლივინგსტოუნმა მას "შუშის სათესლე" უწოდა. შენობას არ აქვს წინა ან უკანა მხარე, ვინაიდან ფორმას მოდიფიცირებული სფეროსგან იღებს.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება