სისხლი, კლასი და ნოსტალგია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


სისხლი, კლასი და ნოსტალგია: ანგლო-ამერიკული ირონიები (ინგლ. Blood, Class, and Nostalgia: Anglo-American Ironies) — კრისტოფერ ჰიტჩენსის 1990 წლის წიგნი, რომლის მიზანია გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის არსებული ე. წ. „განსაკუთრებული ურთიერთობის“ გამოკვლევა, განსაკუთრებით XX საუკუნის პერიოდში.

ჯონ ტ. ელსონმა ტაიმში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წიგნს უწოდა „უთავბოლო [და] თვითნებური“.[1]

წიგნი 2004 წელს ხელახლა გამოიშვა სახელწოდებით „სისხლი, კლასი და იმპერია: მტკიცე ანგლო-ამერიკული ურთიერთობა“ (ინგლ. Blood, Class and Empire: The Enduring Anglo-American Relationship), რომელშიც ავტორმა ახალი შესავალი დაამატა.

ჰიტჩენსის თქმით, წიგნი არ წარმოადგენს ამ ქვეყნების ურთიერთობის ისტორიას, არამედ „შერჩეული გადამწყვეტი მომენტების ჭრილებ[ი]ს“ სერიას.[2]

შენიშვები

რედაქტირება
  1. ელსონი, ჯონ (6 August 1990). „Books: Brit Kitsch Blood, Class, and Nostalgia by Christopher Hitchens“. ტაიმი.
  2. ჰიტჩენსი 2004, გვ. ix.
  • ჰიტჩენსი, კრისტოფერ. სისხლი, კლასი და იმპერია: მტკიცე ანგლო-საქსური ურთიერთობა. Nation Books, 2004.