სისხლდენის შესაჩერებელი ინსტრუმენტები
სისხლდენის შესაჩერებელი ინსტრუმენტები – სწორი ან მოხრილი, კბილიანი ან უკბილო ქირურგიული ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის დროს ნებისმიერი სისხლდენის შესაჩერებლად.
დახასიათება
რედაქტირებააღნიშნული ინსტრუმენტები შედგება ორი ფუნქციური ნაწილისაგან , რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხრახნით . თითოეულ მათგანის ბოლოზე არის ე.წ. სამუშაო ტუჩი – ”ბრანში” და რგოლი თითისთვის. მომჭერები ბრანშის ფორმის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაძლოა ჰქონდეთ ღარები, კბილები, იყოს სწორი ან მოხრილი. ქსოვილზე ფიქსაციისთვის ბრანშებს, რგოლებთან ახლოს, გააჩნია ჩამკეტი ე.წ. კრემალიერი , ეს უკანასკნელი ლითონის ზოლია რამდენიმე კბილით. ი ფორმის, ზომისა და დანიშნულების მიხედვით არსებობს შემდეგი სახლის მომჭერები:
- კოხერის მომჭერი
- ბილროთის მომჭერი
- ‘’მოსკიტის’’ ტიპის მომჭერი
- სისხლძარღვოვანი მომჭერი
- მეიოს მომჭერი
- უელის მომჭერი
- ნეგუსის მომჭერი
- პოტის მომჭერი (კლემა)