სირიის კულტურა
სირიის კულტურა - სირიის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს სირიულ ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. სირია კონსერვატიული ქვეყანაა გრძელი ისტორიით [1] , მისი უძველესი ტრადიციები შემორჩენილია სირიულ დღესასწაულებში, წარმოდგენებში და ა.შ . სირიაში ღირებულია ოჯახის, რელიგიის, პატივისცემის და დისციოლინის ცნებები.
ლიტერატურა
რედაქტირებაXX საუკუნემდე
რედაქტირებაპირველი ჩანაწერები და ანბანი სირიის ტერიტორიაზე ძვ. წ. XIV ს-ში გაჩნდა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ლიტერატურული ძეგლები, რომლებიც მეტყველებენ სირიის კავშირზე ეგვიპტესთან და ერაყთან და ასევე სირიელთა წვლილზე ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში. ისტორიულად სირიელებს დიდი წვლილი მიუძღვით არაბულ ლიტერატურაში, სირიელმა მწერლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს XII საუკუნის ნაჰდასში ანუ არაბულ ლიტერატურულ და კულტურულ აღორძინებაში. ცნობილ თანამედროვე სირიელ მწერლებში სხვებთან ერთად შედიან: ადონისი, მუჰამედ მაღუთი, ჰაიდარ ჰაიდარი, ღადა ალ-სამმანი, ნიზარ ყაბანი და ზაქარია თამერი.
თანამედროვე ლიტერატურა
რედაქტირება1948 წელს მეზობელი პალესტინის დანაწილებამ და ისრაელის დაარსებამ სირიის მწერლობაში ახალი სულისკვეთება შექმნა. "ადაბ ალ-ილიზამმა" - სოციალური რეალიზმით სავსე ”პოლიტიკური ერთგულების ლიტერატურამ” ჩაანაცვლა წინა ათწლეულების რომანტიკული ტენდენციები. ჰანა მინა, რომელიც უარს ამბობდა ხელოვნებაზე ხელოვნების გულისთვის და აღწერდა თავისი დროი სოციალურ და პოლიტიკურ კონფლიქტებს, ამ ეპოქის ყველაზე ცნობილი სირიელი რომანისტი იყო. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ გაჩნდა "ადაბ ალ-ნაკსა", "დამარცხების ლიტერატურა", რომელიც განიხილაბდა არაბთა დამარცხებას და მის მიზეზებს. პოპულარული გახდა ისტორიული რომანის ჟანრიც, რომლითავ ხშირად წარსულის აღწერით კეთდება კომენტარი თანამედროვე რეალობაზე.
მუსიკა
რედაქტირებასირიის დედაქალაქი დამასკო ისტორიულად არაბული სამყაროს კულტურის და ხელოვნების ერთ-ერთი ცენტრი იყო, განსაკუთრებით კლასიკური არაბული მუსიკის მიმართებაში. სირიამ ასევე წარმოშვა რამდენიმე პანარაბი ვარსკვლავი: ასმაჰანი, ფარიდ ალ-ატრაში და მომღერალი ლენა ჩამიამიანი. ქალაქი ალეპო ცნობილია თავისი მუვაშჰაჰით, ნამღერი პოეძიის ფორმით. სირია ქრისტიანული გალობის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის მატარებელია, რომელიც დღემდე ცოცხლობს ქრისტიანი სირიელების შორის.
სირიის ხალხური მუსიკა უმეტესად დასარტყამი ინსტრუმენტებისგან შედგებს და ვოკალი იშვიათად ახლავს [2]. თანამედროვე მუსიკა განსხვავებულია ტრადიციულისგან, იყენებს ევროპულ ინსტრუმენტებს და მომღერალთა გუნდებს.
სამზარეულო
რედაქტირებასირიის სამზარეულო განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ის ძირითადად შედგება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისეული, ბერძნული და სამხრეთ-დასავლეთი აზიის კერძებისგან. ზოგი სირიული კერძი ასევე თურქული და ფრანგული კერძების ვარიაციაა. სირიული სამზარეულოს მთავარი კერძებია კიბბე, ჰუმუსი, ტაბუულე, ფატუში, ლაბნე, შაურმა, მუჯადარა, შანკლიში, პასტერმა, სუჯუკი და ბაქლავა. სირია ასევე ცნობილია თავისი ყველით, განსაკუთრებით გაჩეჩილი ყველის ჯიბნე მაშალეს სახეობით. მას ჩვეულებრივად თან აზლავს რგოლის ფორმის ორცხობილა ქააკი.
სასმელები განსხვავდება დროის და სიტუაციის მიხედვით. სირიაში გავრცელებული სასმელია არაბული ანუ თურქული ან თეთრი ყავა, რომელსაც დილით ან საღამოს საკვების მიღების შემდეგ სვამენ და ხშირად სტუმრებისთვის ინახავენ. გავრცელებული ალკოჰოლური სასმელებია არაყი და ლუდი ალ-შარქი [3].
ლიტერატურა
რედაქტირება- Zuhur, Sherifa (2000), Asmahan's Secrets: Woman, War, and Song, University of Texas Press, ISBN 978-0-292-79807-6
- Hopwood, Derek(1988). Syria 1945–1986: Politics and Society. Routledge. ISBN 0-04-445039-7.
- Salamandra, Christa(2004). A New Old Damascus: Authenticity and Distinction in Urban Syria. Indiana University Press. p. 103. ISBN 0-253-21722-9.
- Gordon, Cyrus Herzl(1965). The Ancient Near East. W.W. Norton & Company Press. ISBN 0-393-00275-6.
- Salti, Rasha (2006). Insights Into Syrian Cinema: Essays and Conversations with Contemporary Filmmakers. ArteEast. ISBN 1-892494-70-1.