სირაკუზის ალყა — ალყა, რომელიც შემორტყმული იყო სიცილიის ბიზანტიელთა ქალაქ სირაკუზას 827–828 წლებში აღლაბიდების მიერ. ალყის დაწყებისას, მუსლიმთა არმია სულ ერთი თვის გადმოსული იყო კუნძულზე. ისინი აჯანყებული სარდლის, ეფემიოსის თხოვნით გადასხდნენ სიცილიაზე, რათა მას დახმარებოდნენ. ადგილობრივი ძალების დამარცხებისა და ციხესიმაგრე მაძარას აღების შემდეგ, არაბები სირაკუზისკენ გაემართნენ. ქალაქი კუნძულის დედაქალაქი იყო ჯერ კიდევ რომის და შემდგომ ბიზანტიის მმართველობისას. ალყა 827 წლის ზამთრიდან 828 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. მოალყეებმა დიდი დანაკარგები განიცადეს, რადგან შეექმნათ საკვების ნაკლებობისა და ეპიდემიის გავრცელების პრობლემები. ალყის მეთაური ასად იბნ ალ-ფურატი სწორედ ეპიდემიას ემსხვერპლა. ბიზანტიელთა გაძლიერების გამო ახალმა მეთაურმა, მუჰამად იბნ აბი'ლ-ჯავარმა ალყა მოხსნა და სამხრეთ-დასავლეთით დაიხია. მან ამ მიწების შენარჩუნება შეძლო. სწორედ აქედან დაიწყო არაბთა მიერ სიცილიის დაპყრობის ნელი პროცესი, რაც გამოიხატა 877–878 წლებში სირაკუზის და 902 წელს ტაორმინის აღებაში.
- Bury, John Bagnell (1912), A History of the Eastern Roman Empire from the Fall of Irene to the Accession of Basil I (A.D. 802–867), London: Macmillan and Co., pp. 294–302
- Treadgold, Warren T. (1988), The Byzantine Revival, 780–842, Stanford, CA: Stanford University Press, pp. 248ff., ISBN 0-8047-1462-2
- Vasiliev, A.A. (1935), Byzance et les Arabes, Tome I: La Dynastie d'Amorium (820–867), Brussels: Éditions de l'Institut de Philologie et d'Histoire Orientales, pp. 78–82