სიორენ კირკეგორის ფილოსოფია
სიორენ კირკეგორის ფილოსოფიას, მე-20 საუკუნის ფილოსოფიის, განსაკუთრებით ეგზისტენციალიზმის და პოსტმოდერნიზმის, განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. კირკეგორი იყო მე-19 საუკუნის დანიელი ფილოსოფოსი, რომელიც მოიხსენიება, როგორც "ეგზისტენციალიზმის მამა." სწორედ კირკეგაარდის ფილოსოფიამ მოახდინა ზეგავლენა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე.
კირკეგორი აკრიტიკებდა გეორგ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰეგელის და დანიელი ჰეგელისტების მიერ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიურ სისტემებს. თავად მასზე გავლენა იმანუელ კანტს მოეხდინა.