სიონის უბანი
სიონის უბანი — ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული მიკროუბანი მტკვრის მარჯვენა მხარეს, ახლანდელი კ. ლესელიძისა და ერეკლე II-ის ქუჩებს, გორგასლის მოედანსა და მტკვრის სანაპიროს შორის (მთაწმინდა-კრწანისის რაიონი). სახელწოდება „სიონის უბანი“ გვიანდელი პერიოდისაა, უფრო ადრეულია სიონის რიგი, სიონის ქუჩა. აქ, სიონის ქუჩაზე, დგას VI-VII საუკუნეებში სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, საიდანაც მოდის უბნის სახელწოდება. სიონის უბანი ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო-სახელოსნო უბანი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 332, ISBN 99928-20-32-2.