სიონის მეორე ეკლესია
სიონის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, ნასოფლარ კუპრიაანთკარის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, წყობაში ზოგან ჩართულია შირიმი. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთი კედლების ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის გადახურვა და ჩრდილოეთის წირთხლი ჩამონგრეულია. სარკმლის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენისგან, მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეა დარჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ; ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 410.