სიონის კოშკი — მდებარეობს ისტორიულ ხევში, მდინარე თერგის მარჯვნივ, სოფელ სიონთან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). კოშკი ანდეზიტის ქვითაა ნაგები და პირამიდული სახისაა. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. კარი ძალზე მაღლაა, აქედან დაწყებული ზემოთ ხუთი სართულია. მეხუთე სართული ბანია, რომელზეც სწორკუთხა სალოდეებია. პირველი სართული კარიდან ნათდება, დანარჩენს კი თითო პატარა სარკმელი ანათებს.კოშკი აგებულია X-XII საუკუნეში. კოშკის ირგვლივ ძველი საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობებია.

სიონის კოშკის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ, ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, ციხე-გალავნები, კოშკები, თბ., 2001, გვ., 207