სიმონ ქვარიანი
სიმონ ქვარიანი (დ. 13 აპრილი, 1868, ქუთაისი — გ. 14 იანვარი, 1946) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი.
დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასაწავლებელი.
1894–1896 წლებში მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ–რუსულ ჟურნალ–გაზეთებში; 1907–1912 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად; 1921–1923 წლებში მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ–ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930 წლებში შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში; ავტორია ისტორიული თხზულებებისა: „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1901), „ხეთი და ნაირი“ (1909), „საქართველოს ისტორია“ (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: „ანჟელინა“, „ცაცინა“, „შოთა რუსთაველი“; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი „დიდი მოურავი“ (1937, თბილისი).
1930 წელს მიიღო შრომის გმირის წოდება.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- ამხანაგობა "ზღვარი", დამაარსებელი (1900-)
- კოოპერატიული გამგეობა "შრომა", თავმჯდომარე (1916-)
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1938-)
- ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
- ქუთაისის ქალაქის გამგეობა, წევრი (1913-)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — სიმონ ქვარიანი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა