სიმონ სოსელია

ქართველი ბოლშევიკი, აქტივისტი

სიმონ სოსელია (დ. 1901, დიდი ჯიხაიში — გ. 1941, ბათუმი) — ქართველი სოციალ-დემოკრატი, აქტივისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

სიმონ სოსელია დაიბადა 1901 წელს, სოფელ დიდ ჯიხაიშში, რკინიგზელი მუშის ოჯახში. ბათუმის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1922 წლიდან იყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, ამასთან ერთად ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაშიც. 1922-1926 წლებში რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული. მას შემდეგ რაც „მუშათა კომისიის“ შუამდგომლობით გაათავისუფლეს, იგი კვლავ დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას. 1928 წელს, საკუთარ სახლში მალავდა ძებნილ ამხანაგს, მიხეილ გუჯაბიძეს. ჩეკისტებთან შეტაკების შემდეგ, იგი კვლავ არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. 1928 წლის 22 აპრილს, თურქეთის საზღვარზე გადასვლის მცდელობისას დააპატიმრეს მარადიდთან. 1928 წლის 4 დეკემბერს მას მიუსაჯეს 3 წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება. სასჯელს იხდიდა ენისეისკში, შემდეგ 1933 წლს 22 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადასახლების ვადა 2 წლით გაუხანგრძლივეს. გადასახლების დროს იგი დაქორწინდა იულია ბაქრაძეზე. საქართველოში ოჯახი დაბრუნდა უკვე 1935 წელს. მძიმედ ავადმყოფი სიმონ სოსელია 1941 წელს დააპატიმრეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი გაათავისუფლეს ეტაპიდან და უკან ბათუმში დააბრუნეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პირისპირ: ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე, ტომი I, თბ., 2019, გვ. 326-343