სიმონ საყვარელიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საყვარელიძე.

სიმონ საყვარელიძე (დ. 20 იანვარი, 1889, ჯგილათი, — გ. 25 ნოემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1928), პროფესორი (1930), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1944).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1914 წელს დაამთავრა ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1930-1968 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრას, ერთდროულად იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1938-1946) და სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1946-1953).

ნაშრომები

რედაქტირება

საყვარელიძე სწავლობდა ადამიანის ნაყოფის კოლინჯის ეპითელიუმისა და კუნთოვანი ქსოვილის, საშოსა და საშვილოსნოს, აგრეთვე თირკმლის მენჯის რეცეპტორული აპარატის, საკვერცხების რეპარაცული რეგენერაციის, აგრეთვე მრავალუჯრედოვანი ორგანიზმის გამრავლების მრფოლოგიის საკითხებს.

  • კერძო ჰისტოლოგია, თბილისი, 1969
  • ემბრიოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 1957
  • მიკროსკოპული ტექნიკა, თბილისი, 1931

ლიტერატურა

რედაქტირება