სიმონ პორტე ჟაკმუსი
სიმონ პორტე ჟაკმუსი (დ. 16 იანვარი, 1990) — ფრანგი მოდის დიზაინერი, ბრენდის „Jacquemus“ დამფუძნებელი.
სიმონ პორტე ჟაკმუსი | |
---|---|
საქმიანობა | მოდის დიზაინერი |
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1990 |
დაბ. ადგილი | სალონ-დე-პროვანსი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
ადრეული წლები
რედაქტირებაჟაკმუსი დაიბადა სალონ-დე-პროვანსში, საფრანგეთში, ღარიბი ფერმერის ოჯახში; მამა მეტალურ ბენდებში მღეროდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. გაიზარდა პატარა ქალაქ მალიმორტში.[1]
2008 წელს, 18 წლის ასაკში, იგი ჩავიდა პარიზში, სადაც სწავლობდა მოდის ხელოვნებისა და ტექნიკის სკოლაში (ESMOD). რამდენიმე თვის შემდეგ მან მიატოვა სწავლა და გახდა არტისტების მენეჯერის ასისტენტი მოდის ჟურნალში „Citizen K“. დედის მოულოდნელმა სიკვდილმა მას უბიძგა, დაეწყო თავისი კარიერა მოდის სფეროში.
კარიერა
რედაქტირებაის 20 წლის იყო, როცა შექმნა თავისი ბრენდი "Jacquemus", რაც დედის ქალიშვილობის სახელი იყო. თავისი დიზაინების წარმოჩენა მოახერხა მეგობრების დახმარებით, რომლებსაც ეცვათ მისი ნამუშევრები 2010 წელს პარიზში ვოგის Fashion Night Out-ის განმავლობაში.[2][3] 2012ში, ის მიიწვიეს პარიზის მოდის კვირეულზე თავისი კოლექციის წარსადგენად.
მისი ტანსაცმელი ზოგჯერ "Jacques Tati"-სა და "Louis Malle"-ს ფილმების სამყაროს აცოცხლებს. თავისი ნამუშევრები მან დაახასიათა, როგორც "გულუბრყვილო" მოდა. ვინაიდან სახელი საყოველთაოდ გაითქვა, მისი ნამუშევრები იყიდება ისეთ მაღაზიებში, როგორებიცაა "Opening Ceremony" ნიუ იორკში, "Broken Arm" პარიზში, "Gago" ექს-ან პროვანსში და "Dover Street Market" ლონდონში.[4] 2014 წელს მან გამოუშვა კოლექცია "La Redoute". 2015 წელს კი მიიღო მოწვეული ჟიურის პრიზი LVMH საერთაშორისო კონკურსში,[5] რომელიც შექმნილია დელფინ არნაულტის მიერ ახალგაზრდა მოდის დიზაინერებისათვის.[6]
2017 წელს, ჟაკმუსმა თავის კოლექციებში დაამატა ფეხსაცმლის ხაზი.[7] 2018 წელს მან ასევე გამოაცხადა, რომ ის შექმნიდა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზსაც, რომელსაც 2019 წელს გამოუშვედა. [8] ფეხსაცმლის გარდა, ჟაკმუსი ასევე ქმნის ხელჩანთებსა და ქუდებს. [9][10]
მან წვლილი შეიტანა მშობლიურ რეგიონში რესტორანი "ციტრონის" გახსნაში, რომელიც მდებარეობს "Galeries Lafayette des Champs-Elysees"-ში, რომელმაც 2019 წლის 28 მარტს ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.[11]
2019 წლის 24 ივნისს მან მოაწყო აღლუმი ბრენდის ათი წლის აღსანიშნავად. მან მოდის სამყარო მოიწვია ლავანდის ველზე და წარადგინა თავისი ახალი კოლექცია "Le coup de soleil".[12]
მისი კოლექცია გაზაფხული/ზაფხული 2021, "L'Amour", იყო სიმარტივისა და რომანის თემებზე. მან გადაცემაში ინტერვიუს დასაწყისში განაცხადა, რომ ეს არის ”როგორც უბრალო ქვეყნის ქორწილი ან მოსავლის ფესტივალი”. შოუ გაიმართა ხორბლის მინდორში, პარიზთან ახლოს რომელიც მხოლოდ 1 საათს გაგრძელდა არსებული პანდემიის გამო, და შოუს მხოლოდ 100 სტუმარი დაესწრო.[13]
ჯილდოები
რედაქტირება- 2014 წლის ფინალისტი, LVMH Prize[14][15]
- 2015 წლის მოწვეული ჟიური, LVMH Prize[16]
- 2017 წლის მოდის რჩეული დირექტორი Elle Style Awards
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Simon Porte, créateur de Jacquemus, croit au "consommez français" fr (2011-11-14). ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Björk, Daniel (27 September 2016). „Jacquemus: Bigger Than You Think“. Business of Fashion.
- ↑ Portrait de Simon Porte, le créateur de Jacquemus fr (2013-09-24). ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Pellegrino, Alessandra (22 March 2012). „Jacquemus“. Vogue Italia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2021.
- ↑ ART IN FASHION: JACQUEMUS A/I 15-16 + SEBASTIAN BIENIEK en-US (2015-03-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-07. ციტირების თარიღი: 2019-05-07
- ↑ Diderich, Joelle (20 January 2016). „Ten of Tomorrow: Simon Porte Jacquemus“. Women's Wear Daily.
- ↑ Yotka, Steff (18 December 2017). „The Wildest, Weirdest, Most Wonderful Shoes of 2017“. Vogue.
- ↑ Diderich, Joelle (26 February 2018). „Simon Porte Jacquemus to Unveil Men's Line“. Women's Wear Daily.
- ↑ Satenstein, Liana (9 April 2018). „Justin Bieber Takes a Page From Jacquemus and Wears a Really Large Hat“. Vogue.
- ↑ Anastasiou, Zoe (25 April 2018). „How Jacquemus Is Quickly Becoming The Go-To Designer For All Your Favourite Celebrities“. Harper's Bazaar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2021.
- ↑ 'Citron' de Jacquemus, la nouvelle adresse où tout Paris se presse - Elle à Table fr (2019-04-04). ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Jacquemus célèbre ses 10 ans avec un défilé féerique dans un champ de lavande - Elle fr. ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Jacquemus Spring 2021 Menswear Collection (16 July 2020).
- ↑ Szmydke, Paulina (26 March 2014). „LVMH Prize Finalist: Simon Porte Jacquemus for Jacquemus“. Women's Wear Daily.
- ↑ Hartman, Eviana (7 May 2015). „A Cheeky Peek Into the Life of Simon Porte Jacquemus“. New York Times.
- ↑ Jacquemus by Simon Porte Jacquemus. LVMH Prize.