სიმონ დალაქიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიმონ დალაქიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1935, თბილისი — გ. 23 აგვისტო, 2023) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960–1963 წლებში იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1963–1965 წლებში მეცნიერ-თანამშრომელი. 1969 წლიდან გერონტოლოგიის განყოფილების გამგე. 1982 წლიდან მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. სამედიცინო ენციკლოპედიის გერონტოლოგიის განყოფილების რედაქტორი. მიღებული აქვს სამი პატენტი რძე-მჟავე და ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებზე.

1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ზოგიერთი ველის სტრუქტურული ცვლილებები დაბერების პროცესში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 87

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება