სიმონ ლუკას ძე ავალიანი (დ. 27 მარტი, 1881, ქუთაისი — გ. 12 აგვისტო, 1922, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.

სიმონ ავალიანი
დაბადების სახელი სიმონ ლუკას ძე ავალიანი
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1881
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 12 აგვისტო, 1922
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ისტორიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1904 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1909 წელს იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, მაგრამ მალე დაითხოვეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1909–1916 წლებში მასწავლებლობდა ოდესის კერძო სასწავლებელში და თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობებში.1916–1918 წლებში იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1919 წლიდან თსუ-ს პროფესორი, 1919–1920 წლებში - ფინანსთა მინისტრის ამხანაგი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში. 1921–1922 წლებში იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი. დაწერილი აქვს 50-მდე შრომა ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე.

ქართულ ისტოგრაფიაში ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა მეცნიერულად 1861 წლის საგლეხო რეფორმის ისტორია ამიერკავკასიაში. ავალიანის გამოკვლევებს დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება. ავალიანმა თსუ-ში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი: კოოპერაციის, დასავლეთ ევროპის ეკონომიკის ისტორიის, საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში მიწათმფლობელობის, საქართველოში აგრარული რეფორმის, XIX-XX საუკუნეებში საქართველოს ეკონომიკის ისტორიის, საქართველოს სამთამადნო მრეწველობის და სხვა საკითხებზე.

  • Авалиани С. Земские соборы. 1910
  • Авалиани С.А. Земские соборы. Литературная история земских соборов. Изд.2-е, испр. и доп. 1916

ლიტერატურა

რედაქტირება