ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიმონ აგოპიანი ან სიმონ ჰაგოპიანი (სომხურად: Սիմոն Հակոբյան; დასავლეთსომხურად: Սիմոն Յակոբեան, დ. 1857 — გ.16 მაისი 1921) — ცნობილი სომეხი ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ლანდშაფტისა და პორტრეტების მხატვარი.[1]

სიმონ აგოპიანი
დაიბადა 1857 წელი
დაბადების ადგილი სტამბოლი, ოსმალთა იმპერია
გარდაიცვალა 16 მაისი 1921 წელი
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი, ოსმალთა იმპერია
ეროვნება სომეხი
მიმდინარეობა ორიენტალიზმი
ჟანრი პორტრეტი
მან გავლენა მოახდინა ვაჰრამ მანავიანზე

ცხოვრება

რედაქტირება

სიმონ აგოპიანი დაიბადა სამატიაში, სტამბოლის რაიონში, 1857 წელს. მან განათლება მიიღო ნარალიკაპის ჰორენიანის სკოლაში და სამატიას საჰაკიანის სკოლაში.[2] ის კერძოდ მეცადინეობდა სომეხ მხატვარ, ტელემაკ ექსერსიანთან, რომლის დახმარებითაც 1994 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ოთხ წელიწადში, 1998 წელს დაასრულა. აკადემიაში სწავლის დროს აგოპიანის თანაკლასელი იყო სომეხი მხატვარი არშაკ ფეტვაჯიანი. დამთავრებისთანავე, აგოპიანს მიენიჭა პირველი ადგილი მისი დიდი ზომის ნახატისთვის, სახელწოდებით ,,საიმპერატორო გალერეა ემინონუში". მან ეს ნახატი მან სასწავლების საფინალო წარდგენისთვის შეასრულა.[1] მოგვიანებით ეს ნახატი შეიძინა გვიან ოსმალეთის პერიოდის არქიტექტორმა ალექსანდრე ვალარუმ. მან მუშაობა განაგრძო სამატიას თავის სტუდიაში 1895 წლამდე და შემდეგ მუშაობდა ბეიოღლუში. ის სტამბოლის ევროპული ნაწილის, ფერიკოის რეგიონის ერთ- ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა.[3]

1883 წლიდან მოყოლებული, აგოპიანი ასწავლიდა ხელოვნებას ბერბერიანისა და მებზურიანის სკოლებში ისკუდარში და ესაიანის სკოლაში თაქსიმის მოედანთან. 1911 წელს მისი სტუდია იყო აპოლონის ფოტოგრაფიის სტუდიის ზემოთ. მან აპოლონის დაკვეთით ერთ-ერთი პორტრეტი შეასრულა, რომელიც მეჰმედ რესადის სურათს წარმოადგენდა. ეს ნამუშევარი დღეს- დღეისობით სტამბოლის სამხედრო მუზეუმშია დაცული. მან ხელოვნების გაკვეთილები ჩაუტარა ოსმალეთის მთავრებსა და სხვა მოყვარულებს. მისი მოსწავლეებიდან არსანიშნავია ვაჰრამ მანავიანი. მისი ნამუშევრების გამოფენა იყო საქველმოქმედო სახის, რომელიც მოეწყო ანჯელიდისში, მაღაზია 331 ქადდე ი ქებირში, ბეიოღლუში 1896 წელს. მისი ნამუშევრები ბოლოს სოციეტა იტალიანაში (Societa Italiana) იყო. მან მოიგო პრიზი მარსელის გამოფენაზე სადაც მამამისის პორტრეტი წარადგინა.

დღესდღეობით შემორჩენილია 1885-1887 წლებში გადაღებულ ფოტო, სადაც გამოსახულია საიმპერატორო სახვითი ხელოვნების სკოლის პედაგოგები და აქაური სტუდენტები. სურათზე გამოსახულია სიმონ აგოპიანიც, რომელიც ამ სურათზე მეორე რიგის ცენტრში დგას.

 
ჰამალის პორტრეტი

სიმონ აგოპიანი გარდაიცვალა 1921 წლის 16 მაისს და დაკრძალულია შიშლის სომხურ სასაფლაოზე.[2]

შემოქმედება

რედაქტირება

აგოპიანის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ვანელი მათხოვარი, კარაკოიში ხიდის გადაკვეთა პორტერები, მუსლიმი მათხოვარი, თურქეთის სამეზობლო, სულთან აბდულჰამიტ II- ის პორტრეტი და სულთან აბდულაზიზის სელამლიკი ორთაქოიში (რომელიც ისლამური ხელოვნების აუქციონზე გაიყიდა და ადერ პიკარდ ტაჯანმა შეიძინა პარიზში, 1988 წლის 18 ნოემბერს) სულთანის მეჩეთი ისქუდარში (1911) და მაჰრუკიზადე კაფერ ბეის პორტრეტი (1894; რომელიც მაჰრუკიზადეს შვილიშვილს ჯემ მაჰრუკს ეკუთვნის). მან დახატა ოსმალეთის სამხედრო წარმატებების სერია თავის გაზის აჰმედ მუჰტარ პაშას გამარჯვების ექვსი სცენა (აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლის სცენები) (1910). ეს ნახატი აჰმედ მუჰტარ ფაშას ოჯახის დაკვეთით იყო შესრულებული.[2]

მას ასევე აქვს სტამბოლის ვაჭრების ტილოები, როგორიცაა სიმითის გამყიდველები, მეთევზეები და ბუხრების გამწმენდები. აგოპიანი ასევე ხატავდა რელიგიურ საგნებს. ამ უკანასკნელის მაგალითებია ორი მოციქულის, ტიმოთესა და პართუგიემეოსის პორტრეტი (1888; ეს ნახატი მან შექმნა სამატიის სურპ კევორკის ეკლესიისთვის).

  1. 1.0 1.1 Kurkman, Garo (2004). Armenian painters in the Ottoman empire 1600-1923. İstanbul: Matüsalem Publications. ISBN 9789759201555.
  2. 2.0 2.1 2.2 Davidian, Vazken Khachig (2014). "Portrait of an Ottoman Armenian Artist of Constantinople". Études arméniennes contemporaines. 4: 11–54.
  3. Annuaire oriental du commerce, de l'industrie, de l'administration et de la magistrature years 1909, 1913, and 1921
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_აგოპიანი“-დან