სიმონიანთხევის მონეტების განძი
სიმონიანთხევის მონეტების განძი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოები განისაზღვრება 499-536 წლებით. მისი ჩამარხვა შეიძლება მომხდარიყო VI საუკუნის შუა ხანებში. 1924 წელს, წყალსადენის მილების ჩაწყობისას, აღმოჩნდა თიხის პატარა დოქი ვერცხლის მონეტებით, რომლებიც დამსწრეებმა დაირიგეს და მხოლოდ ერთი ცალი მოხვდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1938 წელს მუზეუმში კიდევ 12 მთელი და ერთი ნამტვრევი სასანური დრაქმა შემოვიდა, რომლებიც იმ განძის ნაწილს შეადგენდა.
განძი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ. ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 406.