სიმილანის კუნძულები
სიმილანის კუნძულები (ტაი:หมู่เกาะสิมิลัน; მალ: Pulau Sembilan) — არქიპელაგი ანდამანის ზღვაში. შედის სამხრეთ ტაილანდის, ფანგ ნგას პროვინციის შემადგენლობაში. სიმილანის კუნძულები ეროვნული პარკია, რომელიც 1982 წელს დაარსდა.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებაარქიპელაგი-ეროვნული პარკი 11 კუნძულისაგან შედგება, რომელთაც დაახლოებით 140 კმ² ფართობი უჭირავთ, რომლის 26 კმ²-ც ხმელეთს უკავია.[2] გასამარტივებლად ეროვნული პარკების დეპარტამენტმა (DNP) კუნძულები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით დანომრა:[3] არქიპელაგში შედის: კუნძული ტაჩაი (11), ბონი, ასევე ცნობილი როგორც ტალუ (10), ბან-ნგუ, ასევე ცნობილი როგორც ბაუი (9), სიმილანი (8), ჰინ პოუზარი (7), პაუი, ასევე ცნობილი როგორც პა იუ (6), ჰა (5), მიანგი, ასევე ცნობილი როგორც მეანგი, სადაც ეროვნული პარკის შტაბ-ბინა მდებარეობს (4), პაიანი, ასევე ცნობილი, როგორც პა იანი (3), პაიანგი, იგივე პა იანგი (2) და ჰუიონგი, იგივე ჰუ იონგი (1).
სიმილანის კუნძულები ფანგ ნგას პროვინციის სანაპიროდან 70 კმ-ში მდებარეობს. სიმილანი მალაიური სიტყვაა და ცხრას ნიშნავს, რაც თავადპირველად არქიპელაგში შემავალი კუნძულების რაოდენობას აღნიშნავს. ბონისა და ტაჩაის კუნძული პარკს 1998 წელს დაემატა.
არქიპელაგის უდიდესი კუნძულია სიმილანი. რეგიონში ზღვის საშუალო სიღრმე 60 ფუტია. წყლის ქვეშ კლდოვანი ფორმაციები და მარჯნის რიფებია. წყლებში ბევრი სახეობა ბინადრობს, მათ შორის ნიკობარის მტრედი, მანგროს ხვლიკები, მფრინავი მელიები და სხვ.
პარკის კუნძულებს შორის ყველაზე გრძელი და ფართო სანაპირო ჰუიონგის კუნძულს აქვს. რადგანაც ამ კუნძულის სანაპიროზე კუები კვერცხების დასადებად გამოდიან, პარკის ადმინისტრაცია კუნძულზე ტურისტებს არ უშვებს.
წვდომა
რედაქტირებაგარემოზე გავლენის შესამცილებლად 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, პარკის ხელახლა გახნის შემდეგ ყოველდღიურად ვიზიტორთა რაოდენობა 3850-მდე შეამცირეს.[4] მანამდე კუნძულებს დღეში 7000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. 2017 წელს კუნძულები დაახლოებით 912 000 ტურისტმა მოინახულა. შეზღუდვა ტურ-ოპერატორთა უკმაყოფილება გამოიწვია.[5] რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ღამის გასათევი ყველა აღურვილობა გააუქმეს.[6]
სიმილანის კუნძულებზე მოხვედრა შესაძლებელია აღმოსავლეთიდან, ტაბ ლამუს პორტიდან, რომელიც ფანგ ნგას პროვინციაში, ხაო ლაკის სამხრეთით მდებარეობს. პარკის შტაბ-ბინა ლამუში, მეთევზეთა პატარა სოფელში, ბანგ ლა ონნიდან 13 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ნავები შუა ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე ყოველდღიურად დაცურავენ. ნელ ნავებს ორმხრივ გზაზე დაახლოებით 3 საათიო, ხოლო სწრაფ ნავებს 70 წუთი სჭირდებათ.
დაივინგის სეზონის დროს ნავები ტაბ ლამუს, ლანტას კუნძულიდან, ფუკეტიდან და რანონგიდან გადიან და სიმილანის ეროვნულ საზღაო პარკში რამდენიმე დღე რჩებიან. ყოველწლიურად წვიმის სეზონის დროს პარკი დაკეტილია.[2] 2016 წლის 15 ოქტომბრიდან ტაჩაის კუნძული ტურიზმის შედეგად მიღებული ზიანის გამოსასწორებლად განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა.[7]
ველური ბუნების დაცვა
რედაქტირებაკუების გამოჩეკვის დაცვის პროგრამისა და მარჯნის რიფების კონსერვაციის გამო ჰუიონგის, პაიანგისა და პაიანის კუნძულები დაკეტილია. მესამე კუნძული ტაილანდის პრინცესას ეკუთვნის. სიმილანისა და სურინის ეროვნულ პარკებში თევზაობა აკრძალულია, თუმც პარკის ირგვლივ სათევზაო ნავები ხშირად შეინიშნება. ბოლო წლებში, განსაკუთრებით დაივინგ წერტილებში არალეგალური სათევზაო მახეები აღმოაჩინეს. სათევზაო მახეები უხვადაა ბონისა და ტაჩაის კუნძულების მახლობლად.
ტურიზმის გავლენა
რედაქტირებასიმილანის კუნძულების პარკი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია. შუა ოქტომბრიდან მაისის შუა პერიოდში პარკს ყოველდღიურად 5000-6000 ადამიანი სტუმრობს. ეროვნული პარკების დეპარტამენტის მოხსენების მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პარკი 883 438-მა ვიზიტორმა მოინახულა. დეპარტამენტმა პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის რეგულაციები გაამკაცრა.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Similan Islands National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 31 May 2018.
- ↑ 2.0 2.1 Mu Ko Similan National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 31 May 2016.
- ↑ ABOUT THE SIMILAN ISLANDS. Mu Ko Similan National Park of Thailand. ციტირების თარიღი: 17 May 2016.
- ↑ Rujivanarom, Pratch (15 October 2018). „Tight curbs on visitors to Similan“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 15 October 2018.
- ↑ WIpatayotin, Apinya (16 October 2018). „Parks officials refuse to budge over Similan quota“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 17 October 2018.
- ↑ 6.0 6.1 Rujivanarom, Pratch (31 May 2018). „Ban on overnight stays at Similan islands from Oct“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 31 May 2018.
- ↑ „Koh Tachai island off Phangnga closed indefinitely“. Bangkok Post. 2016-05-16. ციტირების თარიღი: 17 May 2016.