სილიო (ლათ. Coprinopsis atramentaria) — ქუდიანი საჭმელი სოკო კოპრინუსისებრთა ოჯახისა. ქუდი, რომლის დიამეტრია 5-10 სმ, ფორმით ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ ზარისებრი, ფერად — ნაცრისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, ზედაპირი დაფარულია წვრილი ბუსუსებით. ფეხი თეთრია, 10-12 სმ სიგრძისა, ფუყე. საყელო, რომელიც ნორჩობაში აქვს, სწრაფად ქრება და მის ადგილზე რჩება ლილვაკისებური წარმონაქმნი. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ შავი და მომწიფებისას ქუდთან ერთად ლღვება შავ სითხედ. იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებთან ახლოს, არხების პირას, ლამიან ადგილას, აპრილიდან ნოემბრამდე. იჭმება ნორჩობაში ახალი (სანამ ფირფიტები გაუშავდება). ალკოჰოლთან ერთად შხამიანია.