სილიკატები (მინერალები)
სილიკატები (ლათ. silex — „კაჟი“) — სილიციუმჟანგბადიანი რადიკალების შემცველი ბუნებრივი ქიმიური ნაერთების მინერალთა კლასი. სილიკატების სტრუქტურის საფუძველია სილიციუმჟანგბადიანი ტეტრაედრები , რომლებიც საერთო ჟანგბადის საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის სხვადასხვა ტიპის ანიონურ რადიკალს. სილიკატების კლასიფიკაცია ამ რადიკალების ტიპებს ემყარება. ზოგიერთი რთული შედგენილობის სილიკატებში -ის გარდა შედის აგრეთვე -ის (ალუმინსილიკატები), -ის (ბერილიუმსილიკატები), -ის (ბორსილიკატები), -ის (ტიტანსილიკატები), -ის (ცირკონსილიკატები) ტეტრაედრული ჯგუფები ან — ურანილი (ურანსილიკატები). სილიკატებში ხშირია დამატებითი ანიონები , , , , და სხვა. კატიონებია: , , , , , , , , , , და სხვ. სილიკატებში გავრცელებულია იზომორფიზმი (განსაკუთრებით კატიონებში) და პოლიმორფიზმი. სილიკატებში შემავალი წყალბადი -ის გარდა გვხვდება კრისტალიზაციური, ცეოლითური ან ფენათაშორისი წყლის, აგრეთვე — ოქსონიუმის სახით.
სილიკატების უმრავლესობა (74%) კრისტალდება ტრიკლინურ, მონოკლინურ და რომბულ სინგონიებში სტრუქტურული და ქიმიური მრავალფეროვნება განაპირობებს თვისებათა ცვალებადობას ფართო ფარგლებში. მაგალთად, სიმაგრე მინერალოგიური სკალით იცვლება 1-იდან (ტალკი) 8-მდე (ტოპაზი), სიმკვრივე 1900 კგ/მ³-დან 7000 კგ/მ³-მდე (საშუალოდ 2500 –3500 კგ/მ³). სილიკატები ყველა გეოლოგიური პროცესის დროს წარმოიქმნება. ისინი დედამიწის ქერქის მასის 80%-ს შეადგენს, აგებს აგრეთვე მთვარის ქანებს; შედის ზოგიერთი მეტეორიტის შედგენილობაშიც. ვარაუდობენ, რომ სილიკატებისგან აგებულია დედამიწის მანტიაც.
მრავალი სილიკატი ძვირფას სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენს. ცნობილია ლითიუმის, ბერილიუმის თუთიის, რკინის, ალუმინის, ნიკლისა და სხვა სილიკატური მადნები. სილიკატები წარმოადგენს არალითონურ სასარგებლო წიაღისეულთა დიდ ნაწილს (მინდვრის შპატები, ქარსები, აზბესტი, ტალკი, ბენტონიტური თიხები, ძვირფასი და სანახელავო ქვები და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 339.