სიკვდილზე დაწესებული აკრძალვა

სიკვდილზე დაწესებული აკრძალვა — სიკვდილის სამართლებრივი აკრძალვა გარკვეულ ადგილებში, რაც ითვალისწინებს კანონის დამრღვევის ოჯახისთვის სხვადასხვა სახის ჯარიმის დაკისრებას.

ადგილები, სადაც არ შეიძლება სიკვდილი

წარსულში ეს გამოწვეული იყო რელიგიური ან პოლიტიკური მიზნით, რათა შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ წმინდა, საკრალური ადგილისთვის. ძველ ბერძნებისათვის ძვ. წ. V საუკუნიდან აკრძალული იყო სიკვდილი კუნძულ დელოსზე. ხშირად აღნიშნავენ, რომ სიკვდილი ასევე აკრძალულია დიდი ბრიტანეთის ვესტმინსტერის სასახლეში[1][2][3] და თუ ვინმე იქ შემთხვევით გარდაიცვლება, იგი უნდა დაიკრძალოს მეფის ხარჯებით.

ჩვენს დროში, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მიიღეს კანონი სიკვდილის აკრძალვაზე, როგორც „სასოწარკვეთილების აქტი“, რომელიც გამოწვეული იყო ქალაქის სასაფლაოების გადავსებით და ამ აქტით იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლება გამოყოფდა ახალ ადგილებს მიცვალებულთა დასაკრძალად.

მსგავსი კანონი მოქმედებს ლანხარონში[4] (ანდალუზია, ესპანეთი), სამხრეთი საფრანგეთის სამ დასახლებულ პუნქტში — კიუნიო[5], ლე-ლავანდუ[6] და სარპურანსი[7]. ასეთივე კანონი მოქმედებს შპიცბერგენის არქიპელაგის ქალაქ ლონგიირში. ასევე წარდგენილია კანონპროექტი ბრაზილიის ქალაქ ბირიტიბა-მირიმში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ქალაქის მერმა აღნიშნული კანონპროექტის მიღების საბაბად გამოაცხადა ის, რომ ქალაქის მახლობლად გაედინება რამდენიმე მდინარე, საიდანაც იღებენ სასმელ წყალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასაფლაოები აბინძურებენ გარემოს და წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ქალაქ ლონგიირში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სიკვდილი მის ტერიტორიაზე. თუ ვინმე გახდა მძიმედ ავადმყოფი და მის სიკვდილს საფრთხე დაემუქრა, პაციენტი დაუყოვნებლივ საზღვაო ან საჰაერო გზით უნდა გადაიყვანონ ნორვეგიის სხვა ნაწილში სადაც იგი გარდაიცვლება. თუკი ადამიანი გარდაიცვლება ქალაქში, მას მაინც ასაფლავებენ „დიდ მიწაზე“, ეს აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ სხეული მუდმივი გაყინვით დამარხვის მერე არ გაიხრწნება და არ მიიპყრობს ისეთი ცხოველების ყურადღებას როგორიცაა თეთრი დათვი.

  1. Cleland, Gary (2012-04-06). „Illegal mince pies and other UK legal legends“. BBC. London. ციტირების თარიღი: 17 December 2012.
  2. „Illegal mince pies and other UK legal legends“. BBC News Magazine April 6, 2012. ციტირების თარიღი: 5 June 2013. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |newspaper=-ში (დახმარება)
  3. Cleland, Gary (2007-11-06). „Don't die in parliament, it's the law“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 26 August 2012.
  4. "Spanish Mayor Outlaws Death". Stiffs. 2 October 1999. Archived from the original on 26 August 2012.
  5. "Forbidden to die because of lack of room". Weird Globe News. 25 November 2007. Archived from the original on 26 August 2012.
  6. Henley, Jon (2000-09-23). „Citizens live under law's dead hand“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
  7. "Cemetery full, mayor tells locals not to die". Reuters. 5 March 2008. Archived from the original on 26 August 2012.