სიკატივები
სიკატივები (ლათ. siccativus — „გამშრობი“) — მცენარეული ზეთების ჟანგვითი პოლიმერიზაციის („შრობის“) კატალიზატორები; ზეთშემცველი ლაქსაღებავი მასალების კომპონენტები, რომლებიც აჩქარებენ სხეულთა ზედაპირზე აფსკის წარმოქმნას ოთახისა და მაღალი ტემპერატურისას. ქიმიური შედგენილობით სიკატივები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავათა (ძირითადად სპილენძის, მანგანუმის, კობალტის) მარილებს. პრაქტიკაში ხშირად იყენებენ კომბინირებულ სიკატივებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 336.