სითი მიუქრიმე ხათუნი

სითი მიუქრიმე ხათუნიმეჰმედ II-ის მესამე ცოლი და ბაიაზიდ II-ის[1] დედა.

სითი მიუქრიმე ხათუნი
მშობლიური სახელი Sitti Mükrime Hatun
დაბადების სახელი მიუკრიმე ან მიუკერიმე
დაბადების თარიღი 1435
დულკადირიდი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1467
ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მეჰმედ II
შვილ(ებ)ი ბაიაზიდ II
მშობლები მამა: სულეიმან-ბეი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიუქრიმე იყო დულკადირიდის მეექვსე მმართველის სულეიმან-ბეის ქალიშვილი. 1446 წლის 15 დეკემბერს დააქორწინეს ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ზე. 1447 წელს მიუქრიმეს შეეძინა ბაიაზიდ II. გარდაიცვალა 1467 წლის 3 დეკემბერს. დაკრძალულია ედირნეში.[2]

მისი შვილი ტახტზე მიუქრიმეს გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ ავიდა. ვალიდე სულთნის ტიტული მიიღო მეჰმედ II-ის სხვა ცოლმა ემინე გიულბაჰარ ხათუნმა, როგორც ბაიაზიდ II-ის დედობილმა[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bahadıroğlu 2007, p. 129.
  2. Sultan II. Bayezid Han. კულტურის სამინისტრო და თუქეთის ტურიზმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-28. ციტირების თარიღი: 2013-05-28.
  3. Bahadıroğlu 2007, p. 157.