სიერა-მადრეს განძი (ფილმი)

სიერა-მადრეს განძი (ინგლ. The Treasure of the Sierra Madre) — 1948 წლის ვესტერნი, რომლის რეჟისორია ჯონ ჰიუსტონი. 1990 წელს ფილმი შეყვანილ იქნა ფილმების ეროვნულ რეესტრში. რეჟისორი სტენლი კუბრიკი ამ ფილმს აყენებდა მეოთხე ადგილზე თავის საყვარელ ათ ფილმს შორის.

„სიერა მადრეს საგანძური“
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი ჯონ ჰიუსტონი
პროდიუსერი ჰენრი ბლანკი
სცენარის ავტორი ჯონ ჰიუსტონი
ნაწარმოები სიერა-მადრეს განძი
ბრუნო ტრავენი
როლებში ჰამფრი ბოგარტი
მუსიკა მაქს შტაინერი
ოპერატორი ტედ დი მაკკორდი
მონტაჟი ოუენ მარკსი
სტუდია Warner Bros.
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 6 იანვარი, 1948
ხანგრძლივობა 126 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 3,8 მლნ
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დობსი და კერტინი დაქირავებით მუშაობენ, მაგრამ დამქირავებელი მათ მოატყუებს და ჯამაგირს არ გადაუხდის. ისინი დაუმეგობრდებიან გამოცდილ ჰოვარდს და მასთან ერთად მექსიკაში გაემართებიან ოქროს მოსაპოვებლად. თავდაპირველად მათ ოქროს პოვნა ადვილად წარმოუდგენიათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან ძნელი აღმოჩნდება. როცა დობსი დანებებას გადაწყვეტს, ჰოვარდი მაშინ აღმოაჩენს ოქროს საბადოს. სამივე საკუთარ წილს სამალავში ინახავს. დობსის სამალავში შხამიანი ხვლიკი შეძვრება. კერტინი ცდილობს ქვა ხის ჯოხით გადააბრუნოს და მოკლას ქვეწარმავალი. ეჭვიანი დობსი ჩათვლის, რომ კერტინს მისი წილის მითვისება უნდა, თუმცა ბოლოს მაინც კერტინს დაუჯერებს.

სამეულს მიაგნებს ვინმე ჯეიმზ კოუდი, რომელიც მათ შესთავაზებს, ან მოკლან, ან პარტნიორად აიყვანონ, ან გაუშვან. სამეული უცნობს პარტნიორად აიყვანს. ამის შემდეგ ოქროს მაძიებლებს ფედერალებად გადაცმული ბანდიტები დაესხმიან თავს.

კერტინსა და დობს შორის ურთიერთობა იძაბება. დობსს კერტინის მოკვლა უნდა და მის დაძინებას ელის. როცა კერტინს ჩაეძინება, დობსი იხელთებს და მძიმედ დაჭრის მას, მაგრამ კერტინი მხარშია დაჭრილი და გადარჩება. მთელი ოქრო დობსს რჩება. დობსს უდაბნოს ოაზისთან ბანდიტები დახვდებიან და მოკლავენ. დობსის მოგროვებულ ოქროს კი ქარი გაფანტავს. ჰოვარდი და კერტინი მათ მიერ მოპოვებული ოქრს ბედზე იცინიან. ჰოვარდი ინდიელების სოფელში რჩება, კერტინი კი მოკლული კოუდის ცოლთან გაემგზავრება.

 
ჰამფრი ბოგარტი, კადრი ფილმიდან

ჯილდოები

რედაქტირება
ოსკარი
  1. საუკეთესო რეჟისორი: ჯონ ჰიუსტონი
  2. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ჯონ ჰიუსტონი
  3. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: უოლტერ ჰიუსტონი
ოქროს გლობუსი
  1. საუკეთესო რეჟისორი: ჯონ ჰიუსტონი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება